воскресенье, 6 ноября 2011 г.

Top News

ამერიკელ მსახიობებს არ სურთ საკუთარი ასაკი გაამჟღავნონ
 
მერიკის კინომსახიობთა გილდიამ (SAG), ტელე და რადიო მსახიობთა ამერიკულმა ფედერაციამ გააკრიტიკა ინტერნეტსაიტი Internet Movie Database (IMDB) შემოქმედებითი პერსონალის დაბადების თარიღების გამოქვეყნების გამო.პროფკავშირების აზრით, ეს "ხელს უწყობს ასაკობრივ დისკრიმინაციას" და ხელს უშლის მსახიობებს მიიღონ როლები. ისინი საიტის მფლობელებს მოუწოდებენ "გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა" და შეწყვიტონ მსგავსი პრაქტიკა.
"მსახიობის რეალურ ასაკს ქასთინგისათვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, როგორ გამოიყურებიან ისინი და როგორი როლის შესრულება შეუძლიათ",- ამტკიცებენ პროფკავშირები ერთობლივ განცხადებაში.
ადრე მსახიობმა ქალმა რომლის ვინაობა არ სახელდება, შეიტანა სარჩელი კომპანია Amazon-ის მფლობელის წინააღმდეგ, მისი ასაკის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების გამო. მან კომპენსაციის სახით მილიონი დოლარი მოითხოვა.
საიტი ფლობს ინფორმაციას ათასობით ამერიკელი მსახიობის შესახებ, რომელთა უმრავლესობა ცნობილი არ არის და საჯარო ინტერესი მათ შესახებ ნაკლებია, მაგრამ ფართოდ გამოიყენება როლის ქასთინგების დროს.
გავრცელებული აზრის თანახმად, პერსონაჟის ასაკმა შეიძლება შეადგინოს პლუს ან მინუს ხუთი წელი როლის შემსრულებლის რეალურ ასაკთან. "მონაცენთა განთავსება საიტზე, ავიწროებს ამ დიაპაზონს და შესაბამისად შემოქმედებით შესაძლებლობებს", მიიჩნევენ პროფკავშირები.
ბრიტანეთის მსახიობთა პროფკავშირები ამერიკელ კოლეგებს ეთანხმებიან.

Комментариев нет:

Отправить комментарий