суббота, 5 ноября 2011 г.


    ახლა მოგიყვებით, თუ რა ხდებოდა შარშან ჩვენი ხელოვნების გაკვეთილზე...:D:D
ჩვენი მასწავლებელი დეკრეტულში იყო და მის მაგივრად გაკვეთილებს რამდენიმე თვის განმავლობაში სხვა გვიტარებდა..   ახალ   მასწავლებელს ეტყობოდა, რომ სკოლაში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, ამიტომ ბავშვებმაც დრო იხელთეს და რაც შეეეძლოთ მაქსიმალურად მაიმუნობდნენ გაკვეთილზე..
ახლა დავწერ ერთ ჩვეულებრივ გაკვეთილზე–თუ რა ხდება კლასში :D:D
      დაირეკა ზარი, მასწავლებელი უკვე კლასშია, მაგრამ მინიმუმ 5 ბავშვი გვაკლია, რომლებიც ყოველთვის იგვიანებენ გაკვეთილზე. გავიდა 5 წუთი ხათუნა მასწმა დაიწყო: გამარჯობათ ! გამოდიოდა, რომ არავინ უსმენდა, ან ვის ეცალა ზოგი ქართულს იწერდა ზოგი ისტორიას, ზოგი ტელეფონზე ლაპარაკობდა და მერხებზე დახტუნავდა...ამ დროს კარი გაიღო და შემოვიდნენ დაგვიანებული ბავშვები, რომლებიც ჭამდნენ და თან მასწავლებელს დასცინოდნენ... ,,დროზე დაიკავეთ ადგილები, და აწი აღარ დააგვიანოთ".. აა, კაიი :D:D ჩაილაპარაკეს ბავშვებმა..კლასში ისეთი ხმაურია, რომ წარმოდგენასაც არ გირჩევთ... ბავშვებო, ჩვენი დღევანდელი საგაკვეთილო თემაა არქიტექტურა, ყვება მასწავლებელი..ამ დროს ისმის ჩემი ერთ–ერთი თანაკლასელის ხმა. მას, თქვენთან ერთი კითხვა მაქვს.. გისმენ..–მას, თქვენ გათხოვილი ხართ? შვილები გყავთ? ბოლო მერხიდან ისმის: ,,ბიჭო, კითხეთ ქალიშვილი თუა" :x:x  ამ დროს ბავშვებმა ხარხარი ატეხეს :D:D რა კლასია, რახდება ვერ გამიგია ამბობს გაოცებული მასწი... ხათუნა მასწავლებელმა დაიწყო სიარული კლასში და ერთ–ერთ ჩემს მოსწავლეს შენიშვნა მისცა, რომელიც დავალებას იწერდა და უთხრა, შეინახე თორემ ფანჯრიდან გადაგიგდებ. ბავშვი კი პასუხობს: გადამიგდებ და გადაგიშვებ თავით მეორე სართულიდან :D:D:D:D !!! იმ დღეს გაკვეთილზე
დაახლოებით 6 ორიანი დაიწერა, კლასის 95% გაკვეთილის აზრზე არ იყო, მასწავლებელი კლასიდან ატირებული გავიდა..აიი, ასეთ საგმირო საქციელს ჩადიოდა შარშან ჩვენი კლასი თითოეულ გაკვეთილზე ! :D :P

Комментариев нет:

Отправить комментарий