Snake Xenzia
Snake Xenzia
დარწმუნებული ვარ ყველამ ვიცით ცნობილი და საკმაოდ პოპულარული თამაში სნეიკი. ალბათ ზოგიერთ თქვენთაგანს აქვს შეხება ნოკიასთან და მშვენივრად ერთობა ახალ-ახალი რეკორდების მოხსნით.
Snake -- მართლაც რომ ლეგენდარული თამაშია. ის 1970 წელს შეიქმნა ვიდეო თამაშების კომპანიის Gremlin-ის მიერ და თავდაპირველად შექმნილი იყო კომპიუტერებისათვის, თუმცა პოპულარობა მას შემდეგ მოიხვეჭა, რაც კომპანია Nokia-მ მისი აქციები შეიძინა საკუთარი ტელეფონებისათვის.
თამაშის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ გველი რაც შეიძლება მეტხანს აცოცხლო. დროდადრო მისთვის საჭმელი ჩნდება და გველიც იზრდება. ამასთან თამაში უფრო და უფრო რთულდება. თამაშს ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს. ძირითადად კი 2 ტიპისაა: გველი რომელიც გადის კედლებში და რომელიც ვერ გადის. თამაში ძალიან უბრალოა მაგრამ ამ უბრალოებაში დევს მისი ორიგინალურობა და მისწრაფება.
თუ თქვენ თქვენს მობილურში ამყარებთ რეკორდებს და 5 000 -მდე ქულა სასწაული გგონიათ, იმედს გაგიცრუვებთ: მსოფლიო რეკორდი 159096 ქულაა.
ამ საიტებზე შეგიძლიათ ითამაშოთ ონლაინში:
http://www.gametion.com/snakegames.htm
http://www.snakegame.net/
http://www.johnjohn.co.uk/html/snake.html
გაგვიმხილეთ თქვენი რეკორდები.
Комментариев нет:
Отправить комментарий