пятница, 18 ноября 2011 г.

,,ფურთხის ღირსი ხარ, შენ–საქართველოვ" !..

      დღევანდელ საქართველოზე გიამბობთ..  დიდ მწუხარებას გამოვთქვამ არსებულ რეალობაზე, მტკივა დაკარგული ქართული შნო, ლაზათი... მტკივა დაცარიელებული კერა, მტკივა გაყეყეჩებული ქართველი ერი, რომელსაც იმის უნარიც კი აღარ შერჩენია პატიოსანი შრომით იცხოვროს. რატომღაც ქართველებს გვესირცხვილება პურის საკუთარი შრომით, ოფლით მოპოვება. ამიტომაც დუმს პაპისეული კერა, დღეს ჩვენი წინაპრების ამაგი გვესირცხვილება, სამარცხვინოდ მიგვაჩნია მიწის დამუშავება, ქუჩაში დგომა, ლუკმა–პურისთვის ოფლის დაღვრა... რატომ?–იმიტომ, რომ ქართველები ვართ. რატომღაც ის ადამიანები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და მხოლოდ ისღა დარჩენიათ, სხვისი ქუჩები ხვეტონ და მიწა დაამუშავონ, ამას თავიანთ ქვეყანაში სიკვდილს ამჯობინებენ, თვლიან, რომ ეს სირცხვილია, ფიქრობენ რომ ასე მეგობრების თვალში თავს იმცირებენ, დასაცინი ხდებიან.
     აი, ეს არის სულიერად გაჩანაგებული ერი, აი, სწორედ ეს გვტკივა დღეს, აი, ამიტომ ჩაგვაფურთხეს სულში, ამიტომ ვერ ვიშუშებტ ჭრილობას. თუ მაინცა და მაინც, მხოლოდ იმ მიზნით ვცხოვრობთ, რომ სხვას მივბაძოთ და ასე ვეცდებით განვითარებას, იმას რატომ აღარ ვფიქრობთ, რომ საზღვარგარეთ მხოლოდ შრომით ირჩენენ თავს, მათ ხომ არანაირი შრომა არ ეთაკილებათ, ჩვენსავით სირცხვილად არ მიიჩნევენ საქონლის მოვლას, მიწის დამუშავებას... სულ ახლახანს, ერთ ,,შემზარავ" ფაქტს შევესწარი. ჩვენი ქართველი, თანამოძმე მშიერი, ნაგვის ბუნკერში იქექებოდა, გაოცებული უცხოელი სტუმრები კი ამ ყველაფერს დასცინოდნენ და ვიდეო–კამერით იღებდნენ...შეძრწუნებული გავეცალე იქაურობას, გულში სირცხვილის მწარე გამოძახილი ჩამეღვარა... 
    სწორედ ეს არის ჩვენი დამარცხება, ყველაფერს ვიკადრებთ, ოღონდ ვინმეს თვალში არ დავმცირდეთ, ამას არ სჯობს?–ვიმუშავოთ, ოფლი დავღვაროთ. მერე ხომ არ მოგვიწევს სანაგვეში ქექვა...
    ქართველმა ერმა თითქმის უკვე დაკარგა თავმოყვარეობა, უგუნური ხალხი სოფლებს ცლის და ქალაქში მოდის საცოხვრებლად, ფიქრობს, რომ რამე გამოუვათ, მაგრამ !... ეჰ, ჩვენ დავივიწყეთ უფალი, უარვყავით ქრისტიანული მოძღვრება, რომელიც ლუკმაპურის საკუთარი გარჯით მოპოვებას ქადაგებს, უნდა ვიცხოვროთ რეალობით და თავად შვქმნათ საკუთარი მომავალი. დღეს ქართველი ერი ვერ აცნობიერებს ამ ყოველივეს, ამიტომ სტკივა ,,ახდილ ზარს", ,,კარებმოხსნილ საყდარს" ...
   მოკვდა სოფელი, წუთი–სოფელი..მიწამ შთანთქა მამა–პაპის ნაცოდვილარი, დაგვავიწყდა წარსული.... იქნებ დავფიქრდეთ კიდე აწი, თორემ გვიან იქნება ხვალ, რადგან დავივიწყეთ გუშინ... ,,ყოველთვის გვახსოვდეს ვისი გორისანი ვართ"... 
   და კიდევ ყოველი წამი, უკვე წარსულია და თუ მისი გამოყენება ვერ შეძელი, ესე იგი, არც გიცხოვრია ! ...

Комментариев нет:

Отправить комментарий