суббота, 5 ноября 2011 г.

ჩემი ლექსები ))

                                          ****
  თითქოს გულში რაღაც მტკივა, მწარე მონატრება მძაბავს,
  ფიქრი ნოსტალგიას აღძრავს და ეს ყოველივე მტანჯავს...
  ნეტავ ფრთები მომცა ახლა, მაღლა შემახედა ცაზე,
  და იქ მოციმციმე ვარსკვლავს, ცრემლი მოვაცილო თვალზე...
  თავი გაიგიჟა ქარმა,  ირგვლივ ყოველივეს ათოვს, 
  და მეც მაგ თვალების სევდა, დღესაც ძველებურად მათბობს.
  თუ დღეს თავგანწირვა არა, არა–სიყვარული არა !...
  დღეს მე სულ სხვა რამე მტკივა, დღეს მე მოგონება მქვია...
  გული აღარ ფეთქავს სწრაფად, მაჯამ შეანელა ცემა, 
  თითქოს გაზაფხული ჩაქრა, გულმაც  ჩამოუშვა ფარდა, 
  დღეს მე წვიმის წვეთებს ვითვლი, დღეს მე თავგანწირვა დამრჩა...
  ახლაც სასთუმალთან ვზივარ, ახლაც შემოდგომა მათბობს..
  შენი მონატრება მქვია, შენი თმების სუნთქვა მათრობს, 
  შენი წამალი ვარ ისევ, შენი გულისცემა მაშრობს...
  და თუ შემოდგომაც წავა, და თუ ჩვენ დავრჩებით მარტო,
  ეს ხომ ცხოვრებაა ჩემო, ეს ხომ–სიყვარული კარგო !!!




ერთხელ მაინც სიზმრად ძილში რომ მენახე,
გეფიცები, მხოლოდ მთვარეს ვუამბობდი,
 შენს სარკმელთან ფეხაკრეფით   მოვირბენდი, 
წითელ ვარდებს და ნაზ ღიმილს დავტოვებდი,
სიყვარულის მოციმციმე ლამპიონად, 
მზეს და მთვარეს არასოდეს ჩავაქრობდი,
შენს თვალებში მოკიაფე ლამაზ გრძნობას,
 მე სახელად დიდ სიყვარულს დავარქმევდი!!!







              ღამის ფიქრები...
ეს დარდი მე მინდა რომ კალმით ჩავხრჩო, 
თავიც გაიგიჟეს ტიალმა ფიქრებმა,
ცხოვრებავ ბედკრულო, ცხოვრებავ დამპალო, 
რამდენი მსხვერპლი გყავს და არ გებრალება.
და მაინც რა არის დარდი, გასაჭირი,
 ფიქრი, ოცნება და ცხოვრების ფიასკო,
შენ ერთს გებრალები, მხოლოდ ერთს ლამაზო,
 ჩემო საქართველო, ჩემო მადლიანო!!!

                        
                              საქართველო
მამულს უნდა ემსახურო ან სიცოცხლით როგორც ვაჟა,
 ან სიკვდილით როგორც ცხრა  ძმა.
მამულს უნდა ემსახურო, კარგი სწავლით სწორედ ახლა,
მას სჭირდება თანადგომა, გამთლიანდეს რომ ხელახლა.
და ავწიოთ ქართლის დროშა უფრო ზევით, უფრო მაღლა, 
დავიბრუნოთ აფხაზეთი, სამაჩაბლო, გლოვა კმარა!
უფლის მადლი გვანათებდეს, გვიფარავდეს მისი ძალა, 
მტერს დავუხშოთ გულის კარი და სიყვარულს მივცეთ ძალა!!!




                                   თავისუფლება
სულო ჩემო, ითარეშე გამეტებით, შეიყვარე დროის სწრაფი თრთოლა, 
თავისუფლად ვეღარ ირბენ გასაქაცევად, რადგან დღეს შენ ვერ მოიგე ბრძოლა.
ეს გახსოვდეთ, მე  არასდროს მიტირია, იმიტომ, რომ იმედები მქონდა, 
მომავლისკენ მივისწარფი სიხარულით, სულმა ჩემმა გაიმარჯვა ბრძოლა.
დღეს მე ვიტყვი, თავისუფლად გულო ჩემო, ვინავარდებ ოცნებების მთაზე,
 თავს გავწირავ და ხატის წინ დავიჩოქებ, იმიტომ რომ უფალია ცაზე.
ტყვეობიდან გამოქცეულს იმედებით, დამიძახებს ზეციური ძალა,
  ჩემს ძარღვებში ვისი სისხლიც მოსჩქეფს, დაილოცოს, გაუმარჯოს მარად!!



           ..............................
კიდევ ერთი ლამაზი დილა შენს ანარეკლთან, 
ფიქრებიც შენკენ, ალბათ შენკენ გადმომისვრიან,   
ეგ-სიყვარული იკითხება ლამაზ თვალებში 
და ჩემი გულიც შენზე ფიქრით კვლავ აღსავსეა.
 მე თუ კალამი ავიღე ხელში, კვლავ სიყვარული დამაწერინებს, 
შენს მზერას ვიგრძნობ ვარდის ბუჩქებთან და იადონიც წაიღიღინებს. 
მე თუ კალამი მიჭირავს ხელში, უთუოდ შენი  წმინდა ცრემლია, 
შეიმოსება დღე გაზაფხულით, ეს სიყვარულის უტყვი გრდემლია!!!



ბებოს, რომელიც ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა)))

შენ  მე არ მიცნობდი თითქმის და არც ახლა მიცნობ ალბათ, 
მითხრეს ანგელოზი იყო, ციდან მოვლენილი ღმერთი.
 გულში ჩამისახლდა დარდი, დამწვა მონატრების ალმა,
 მხოლოდ მკვდარ სურათებს ვხედავ, შენთან მომიყვანა ქარმა.
 ერთხელ სიზმრად  ძილში გნახე და შენ მიღიმოდი ნაზად,
 ღმერთს მე შენს თავს ისევ შევთხოვ და კვლავ მაგ ღიმილის ნაცვლად. 
ფიქრს მე წარმოსახვას ვურევ და შენც გზას მინათებ ცხადად, 
ღამით მთვარეს მჩუქნი ლამპრად, რომ არ დავიკარგო არსად. 
 ისევ ის გოგო ვარ ბებო, შენ რომ არ გინახავს არსად!!!