воскресенье, 6 ноября 2011 г.


ეშტონ კატჩერს დემი მურიც ღალატობდა
ჰოლივუდის ვარსკვლავების ეშტონ კატჩერისა და დემი მურის ოჯახის გარშემო აგორებული სკანდალი არ ცხრება. როგორც აღმოჩნდა, ერთგულებით არც დემი გამოირჩეოდა. ხანმოკლე რომანტიკული ურთიერთობებისთვის მსახიობი მასზე ბევრად ახალგაზრდა მამაკაცებს ირჩევდა.

როგორც პოპულარული ამერიკული პორტალი Showbizspy.com წერს, დემის ხანმოკლე რომანი ჰქონდა 27 წლის კანადელ მსხიობ ბენ ჰოლინგსვორტთან. ბენი კანადიდან ლოს-ანჯელესში იმ მიზნით ჩავიდა, რომ ჰოლივუდში კარიერა აეწყო, დემი კი მას მფარველობდა.

"ის მას რჩევებს აძლევდა, - ყვება პორტალის წყარო, - დემი და ბენი მალე დამეგობრდნენ, მალე მათი მეგობრობა უფრო ახლო ურთიერთობაში გადაიზარდა. ჰოლინგსვორტს მურისა და კატჩერის სახლში წვეულებებზე ხშირად იწვევდნენ. ბენი და ეშტონი მარიხუანას ერთად ეწეოდნენ. ერთხელ დემი ბენთან მარტო დარჩა. კანადელმა მსახიობმა დემის სახლამდე გაცილება შესთავაზა. მათ ავტომობილის უკანა სავარძელზე სექსი ჰქონდათ. ამის შემდეგ ისინი კიდევ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს".

ჰოლინგსვორტის ნაცნობის თქმით, ამ ინციდენტის შემდეგ ბენსა და კატჩერს შორის კონფლიქტი არ მომხდარა, პირიქით, ისინი კიდევ უფრო დამეგობრდნენ.

"ბენი დიდ დისკომფორტს გრძნობდა და ბოლოს დემისთან შეხვედრა შეწყვიტა", - აცხადებს კანადელი მსახიობის მეგობარი.

Комментариев нет:

Отправить комментарий