суббота, 17 ноября 2012 г.

ქართველები ვამაყობთ თქვენით-ბიჭებო !!!


       მე მინდა მოგიყვეთ იმ ორ ადამიანზე (ფეხბურთელებზე), რომლებსაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავთ..თქვენ მათ ყველანი კარგად იცნობთ...
      
თორნიკე ოქრიაშვილი-დაიბადა 1992 წლის 12 თებერვალს, 20 წლის ქართველი ფეხბურთელი, ის არის ნახევარმცველი და თამაშობს საფეხბურთო კლუბ ,,შახტარში"... თორნიკე ძალიან ნიჭიერი სპორტსმენია, საზოგადოებას მის მიერ შექმნილი არაერთილამაზი მომენტი ახსოვს, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად ბელორუსიასთან გატანილი გოლით დაგამახსოვრდათ. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის შესაძლებლობებმა მსოფლიო აალაპარაკა, მე კი, ვამაყობ, რომ ის ქართველია და პირადად ვიცნობ...თორნიკე ძალიან თბილი, კომუნიკაბელური და თავმდაბალი ადამიანია, ჰყავს ლამაზი ოჯახი, ამჟამად ცხოვრობს უკრაინაში... 



                                                   საკლუბო კარიერა 

დაიბადა თბილისში, თამაშობდა ბოლნისის სიონში, სანამ გადავიდოდა გერმანულ ფრაიბურგში 2006 წელს.ფრაიბურგის ძირითად გუნდში მისი დებიუტი შედგა 2009 წლის 17 მაისს როტ-ვაისთან მატჩში.კლუბის მაისურით მონაწილეობა მიიღო 8 მატჩში.[2] 2010 წლის ზაფხულში გადავიდა უკრაინის ოლექსანდრიაში.
2011 წლის 30 დეკემბერს დონეცკის შახტარმა ოფიციალურად განაცხადა კლუბში თარგამაძის ტრანსფერის შესახებ საკუთარ ვებ-გვერდზე 

                                                            სანაკრებო კარიერა                  

თარგამაძე გამოდიოდა საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში. 21-წლამდელთა ნაკრებში 2009 წელს ჩატარებული აქვს სამი მატჩი.
ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2011 წლის 10 აგვისტოსპოლონეთთან სტუმრად, 0-1 წაგებულ მატჩში. თარგამაძე მატჩში ჩაერთო 50- წუთიდან ალექსანდრე გურულის ნაცვლად და მიიღო ყვითელი ბარათი. მას შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ მატჩში. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან მატჩში თბილისში მე-19 წუთზე გახსნა ანგარიში თავისუფალი დარტყმით.
2012 წლის 24 მაისს თურქეთის ნაკრებთან ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში 51- წუთზე თარგამაძემ ანგარიში გახადა 1-2, მატჩში გაიმარჯვა თურქეთის ნაკრებმა, ანგარიშით 1-3.










აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ორ ფეხბურთელს ძალიან უყვართ თავიანთი გულშემატკივრები და ყოველთვის სცემენ მათ პატივს !!! წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, ძალიან მიყვარხართ... : ))))))))))))

воскресенье, 17 июня 2012 г.


რეგი

1960-იან წლებში ამერიკული მუსიკალური მიმდინარეობების სოულისქანთრისR&B-ის და ჯაზის
 ზეგავლენით, რომელსაც იამაიკაში რადიოს საშუალები იჭერდნენ, მენტოს(Mento), სკას (Ska)
 და როკსტედის(Rocksteady)-გან წარმოიშვა რეგი, რომლიც როგორც ერთერთ მნიშვნელოვან
მუსიკალურ მიმდევრობად განვითარდა. სახელ რეგის („Reggae“) წარმოშობა უცნობია.
პირველად სიტყვა რეგი იქნა „Do the Reggay“ -ში (1968) Toots and the Maytals მიერ მოხენიებული,
მაგრამ პირველ რეგი სიმღერად კი ითვლება Lee 'Scratch' Perry-ის „People funny boy“ (1968).
1968 წელს Desmond Dekke მიერ შესრულებული „The Israelites“ სიმღერა იქცა რეგის პირველ
ჰიტად, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანულ და გერმანულ ჩარტში.
რეგის რასტაფართან, რელიგიური მიმდევრობა, რომელც მაშინ უკვე არსებობდა,
მაგრამ საკმაოდ უცნობი იყო, დაკავშირება მოხდა იამაიკელი მუსიკოს და ეროვნული
 გმირის ბობ მარლის მიერ.
1970-იან წლებიან რეგს ხშირად „რუტს რეგის“ უწოდებენ, რომელიც სავარაუდოდ,
 სკის და როკსტედის, ან პირველადი პოპ-რეგისაგან, რომელიც ძირითადად დიდი
 ბრიტანეთში გავრცელებული იყო, წარმოიშვა.
დღესდღეობით არსებობს რეგის ბევრი მიმდინარეობები, მათ შორის გამოსაყოფია
დაბი.
თანამედრო რეგი მიმდევრობა, როგორიცა რაგა, ხშირად მოიხსენიება როგორც დანსჰოლი,
რაც ხშირ შემთხვევასი გაუგებრობას იწვწვს, რადგან დანსჰოლი არ ჭარმოადგენ
 გარკვეულ მუსიკალურ მიმდევრობას, არამედ რამდენიმეს ერთდროულად,
 რომელიც დღეისათვის იამაიკურ საცეკვაო დარბაზებში („Dancehalls“) უკრავენ.

ტექსტი 

იამაიკაში მღერიან ძირითადად პათოსის(Patois) ენაზე.
ტექსტებში ხება უმთავრესად სოციალურ პრობლემებზე, ასევე ხშირად გვხვდება
სიყვარულის, მშვიდობის და ერთიანობის შესახებ(love, peace & unity), საკმაოდ პოპულარულია
 თემა „მარიხუანა“.
დანსჰოლის ტექსტები, სხა რეგი მიმდევრობებისგან განსხვავებით, ძალიან წაგაავს ჰიპ-ჰოპისას.

მუსიკა

ტიპირუ ანუ კლასიკური რეგი ბენდის მუსიკალურ აღჭურვილობას წარმოადგენს კეიბორდი,
ელექტრო გიტარა, ელექტრო ბასგიტარა და დასარტყამი ინსტრუმენტი, ასე გხვდება
სხვადასხვა ჩასაბერი ინსტრუმენტები.
თანამდერო რეგიში (როგორებიცა რაგა, დანსჰოლი, რეგატონი) გამოიყენებენ ასევე
ელექტრო-კომპიუტერულ მუსიკას და Samplern.

რეგის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებები

ცნობილი მუსიკოსები]

ქართული და პოსტ-საბჭოური შემსრულებლები [რედაქტირება]

ქართველი შემსრულებლები 

რუსი შემსრულებლები 

  • 5nizza, Jah Division, Ольга Арефьева,Ковчег,
  •  Борис Гребенщиков, Республика Jah,
  •  Каникулы Банифация, СОК, Рома В.П.Р.
  •  & Фестиваль всего на свете, Есtectве  

воскресенье, 15 апреля 2012 г.


    ქრისტე აღსდგა - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 

აღდგომა - უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და
8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა,
საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის
მოვლინებისა. ქრისტეს წამებიდან და მისი ხორციელი გარდაცვალებიდან მესამე დღეს ის ამაღლდა,
განკაცდა და თავს იდო ჩვენი, კაცობრიობის ცოდვები.
ქრისტე აღსდგა - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წინ უძღოდა ვნების კვირა. შვიდივე დღე გამოირჩევა
თავისი მნიშვნელობით:

დიდი ორშაბათი – როცა იესომ დაწყევლა უნაყოფო ლეღვი;
დიდი სამშაბათი – როცა იესომ ტაძარში ახალი მოძღვრება იქადაგა;
დიდი ოთხშაბათი – როცა მოწაფეებმა იესოს სერობა მოუწყვეს;
დიდი ხუთშაბათი – როცა იესომ თვითონ გაუმართა მოციქულებს
სერობა, ამხილა იუდა და დაადგინა ზიარების საიდუმლო;
დიდი პარასკევი – როცა იესო აწამეს და ჯვარს აცვეს;
დიდი შაბათი – როცა იესო დაკრძალეს.


აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული წითელი კვერცხი, ტკბილი პური ანუ პასკა და ჯეჯილი.
საიდან მოდის წითელი კვერცხის ტრადიცია და რატომ უნდა იყოს სააღდგომო კვერცხი წითელი ფერის?

წითელი კვერცხი

არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა:„ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომკვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

აღდგომის მნიშვნელობა:

თავისი სიძლიერით ამ დღეს ვერ შეედრება მიწიერი კეთილდღეობით გამოწვეული ვერცერთი განცდა. ამ
იდუმალ ღამეს, როგორც არასდროს, ჩვენი სული თბება რწმენით, სასოებითა და სიყვარულით;
უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვეუბნება: „ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ“ (ლუკა 8,50).
ქრისტე აღსდგა - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

სააღდგომო საგალობლები:

'შენ უბიწო'



'ქრისტე აღსდგა მკვდრეთით'



ქრისტე აღსდგა
 

суббота, 4 февраля 2012 г.



სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს


არსებობს კია ისეთი სკოლა სადაც ბავშვები დიდი სიამოვნებით ივლიდნენ? - დიახ. კომპანია Rosan Bosch-ის არქიტექტორებმა დააპროექტეს 30 სკოლა, რომელიც მიეკუთვნება ორგანიზაცია Vittra-ს და სადაც ნებისმიერ ბავშვს თავისუფლად შეუძლია განათლების მიღება.
შენობის ინტერიერი გამოირჩევა თანამედროვე და უნიკალური დიზაინით. აქ არ არის კედლები, შესაბამისად არც კლასები.Vittra-ს სწავლების სისტემა დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ამიტომ კომპიუტერი სკოლის მთავარი ატრიბუტია. აქ არ არის სტანდარტული მერხები, თუმცა თითოეულ ბავშვს აქვს პირადი ნოუთბუქი. ბავშვები იყოფიან ჯგუფებად და უტარდებათ სხვადასხვა ტრენინგები - ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ პროგრამებისა, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ ყურადღებას თითოეულ ბავშვზე.


ეს სკოლა მდებარეობს შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმში, რომლის ფართობიც მოიცავს 1900 კვ.მ.
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს