среда, 9 ноября 2011 г.

ბრძნული აზრები


ბრძნული აზრები 

ლაროშფუკო: როცა სხვებს ვატყუებთ, ისინი იმდენად ბრიყვები როდი გვეჩვენებიან, როგორც ჩვენ ვჩანვართ საკუთარ თვალში, როდესაც სხვები აქეთ გვატყუებენ.
ბერტონი: სიღარიბე მუზის მემკვიდრეა.
ბელინსკი: სიცილი ხშირად შუამავალია ჭეშმარიტებისა და სიცრუის გარჩევის საქმეში.
ტულიუსი: ძალზე ღრმაა სიბრიყვის ფესვები.
შოუ: სულელისთვის ყველაფერი ყოველთვის კარგად მთავრდება.
შოპენჰაუერი: ალექსანდრე დიდისგან მხოლოდ სახელი და ხსოვნა დარჩა, მაშინ, როდესაც პლატონი, არისტოტელე, ჰომეროსი, ჰორაციუსი თავად ცოცხლობენ ჩვენ შორის და უშუალოდ ახდენენ ჩვენზე გავლენას.
აკაკი: თუ სწავლით თვით ვერ ამაღლდი, მამულს ჩირქს ისე ვერ მოჰბან.
პისარევი: ხშირად თავის გამოჩენის სურვილი უფრო დიდია ადამიანში, ვიდრე რაიმეს ღრმად შესწავლის.
ვილანოველი: სუფრას ნურასდროს მიუჯდები, ვიდრე არ დარწმუნდები, რომ შენი კუჭი დაცარიელდა იმ საკვებისგან, რაც მიგიღია უკანასკნელად.
საადი: ვინც ბავშვობისას არ გამოცდის სწავლის სიმწარეს, ცხოვრების გარეთ დარჩენილი მუდამ იწვალებს.
ჩეხოვი: უსაქმური ცხოვრება არ შეიძლება, სუფთა იყოს.
იუსტინიანე: თავისუფლება არის ბუნებრივი შესაძლებლობა თითოეულისთვის, აკეთოს ის, რაც მას სურს, თუ ეს ძალით ან სამართლით არ არის აკრძალული.
***
წმიდა საგნები შეფასებას არ ექვემდებარება.
მუნიე: უკიდურეს განურჩევლობას ნაციზმამდე მივყავართ.
მაკალეი: პლატონის აზრით, ადამიანი ფილოსოფიისთვის არის შექმნილი. ბეკონის აზრით კი, ფილოსოფია – ადამიანისთვის.
გიოარსი: ნაშოვნ ფულს, განსხვავებული საქმის მიხედვით, სხვადასხვა სუნი უდის.
იბსენი: შიში, როდესაც საშიშია, ყველას ერევა.
არისტოტელე: პატივმოყვარე ადამიანები უფრო მეტად შურიანები არიან, რადგან მათ ყველაფერი დიდ საქმედ ეჩვენებათ.
პუშკინი: შური ჯიბრიანობის შედეგია.
რუსო: ერთი კაცის შეცდომა მეორესთვის გაკვეთილი უნდა იყოს.
ავრელიუსი: როდესაც ვინმეს შეცდომა გაშფოთებს, შენს თავსაც დააკვირდი და მიხვდები, რომ ხანდახან შენც მასავით ცდები.
მიხეილ ჯავახიშვილი: ადათი შესაძლებელია, კარგიც იყოს და უვარგისიც, პროგრესულიც და რეაქციონერულიც.
ლიბრიუერი: დიდებული ჩვენ გვაკვირვებს, არარაობა – გვიზიდავს, ჩვეულება კი ეგუება ერთსაც და მეორესაც.
შატობრიანი: რაც უფრო ცივილიზებული ხდება ცხოვრების სახე, მით უფრო უბრუნდება ადამიანი იმას, რაც თავდაპირველად იყო: ცოდნის უმაღლესი საფეხური უცოდინრობა აღმოჩნდება, ხოლო ხელოვნების მწვერვალი – ბუნება და ზნეობრივი უბრალოება.
ლესინგი: ცრურწმენას ცივილიზაციის წარმატებები დევნის.
ტოლსტოი: ცოდნა იარაღია და არა მიზანი.
ემერსონი: ცხოვრებასთან მეტისმეტი სიახლოვე ხელოვნებისთვის მომაკვდინებელია.
ბეკონი: ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ თეატრში მაყურებლად ყოფნის უფლება, მხოლოდ ღმერთსა და ანგელოზებს აქვთ.
შამფორი: კაცები და ქალები ცხოვრობენ ისე, როგორც ევროპელები და ინდუსები. ეს არის კბილებამდე შეიარაღებული მშვიდობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий