суббота, 5 ноября 2011 г.

კენ ჰენსლი თბილისში კონცერტს გამართავს

5 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისში, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში გაიმართება ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, Uriah Heep-ის ყოფილი გიტარისტისა და კლავიშისტის, კენ ჰენსლის კონცერტი. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, კონცერტი უპრეცედენტო ფორმატით ჩაივლის. პროგრამა ორნაწილიანია. პირველი ნაწილი მთლიანად აკუსტიკური იქნება, ხოლო მეორე ნაწილში კენ ჰენსლი ქართველ მუსიკოსებთან, ჯგუფ "მძიმე ჯვარის" და "ქომიქ ქონდიშენის" წევრებთან ერთად Uriah Heep-ის ოქროს ჰიტებს დაუკრავს.დარბაზში შეკრებილ მსენელებს საჩუქრად დაურიგდებათ ჰენსლის სიმღერების წიგნი და კონცერტის მსვლელობისას შეეძლებათ, დარბაზიდანვე ნებისმიერი შეკითხვა დაუსვან მუსიკოსს. უპრეცედენტო ფორმატის კონცერტი ორ საათს გაგრძელდება. მუსიკოსი თითქმის ყველა ჰიტს შეასრულებს.
ჰენსლი ბრიტანული როკ მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. სწორედ მის სახელს უკავშირდება Uriah Heep-ის ოქროს ხანის და 70-იანების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტები July Morning და Lady In Black. სოლოკარიერაში სხვადასხვა დროს ის მუშაობდა ისეთი ლეგენდარული ბენდების მუსიკოსებთან ერთად, როგორიცაა Deep Purple, Whitesnake, The Who და ა.შ..

Комментариев нет:

Отправить комментарий