суббота, 5 ноября 2011 г.

შექსპირი - იყო თუ არა, საკითხავი აი ეს არის

ინგლისში შექსპირის საზოგადოების აქტივისტების ორგანიზებით მოეწყო საპროტესტო აქცია რეჟისორ როლანდ ემერიხის ფილმის "ანონიმის" წინააღმდეგ. ეგრეთ წოდებული "შექსპირისეული კითხვა" კვლავინდებურად აღელვებს არა მარტო ლიტერატურამცოდნეებს არამედ ჰოლივუდელ რეჟისორებს.შექსპირის ნაწარმოებები ცნობილია მთელ მსოფლიოში, მაგრამ მისი პიროვნების საიდუმლოებაზე ისტორიკოსები და ლიტერატორები დიდი ხანია დავობენ.
ლიტერატურათმცოდნეები აცხადებენ, რომ მრავალრიცხოვანი თეორია (ასეთი კი 30-ზე მეტია) იმის შესახებ, თუ რეალურად ვინ იყო "რომეო და ჯულიეტას", "ჰამლეტის", "მეფე ლირის" ავტორი, თავისი ასახვა ჰპოვა ლიტერატურასა და კინოში. ეს გასაკვირი არ არის, რადგან სტრეტფორდელი შექსპირის ბიოგრაფიაზე ცოტა რამაა ცნობილი და ფანტაზიისთვის დიდი გასაქანი ჩნდება.
"პირველ რიგში, გამოუცნობისა და საიდუმლოებების სიყვარული, და ურწმუნოება იმისა, რომ ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი ქალაქელის შვილი იყო, შეეძლო დაეწერა მეფეებზე და დიდებულებზე. თუმცა რა ასეთი განსაკუთრებული დაწერა შექსპირმა მეფეებზე და დიდებულებზე, რაც არ შეიძლება ამოეკითხა ჰოლისა და ჰოლინშედის ქრონიკებში?", - აცხადებს ლიტერატურამცოდნე იგორ შაითანოვი.
საყოველთაოდ ცნობილი თეორიიდან უილიამ შექსპირის ავტორობაზე მოწინააღმდეგეთა კიდევ ერთი არგუმენტი ისაა, რომ მას უმაღლესი განათლება არ ქონდა. დრამატურგის ნაწარმოებების ლექსიკური მარაგი კი დიდია - 15 ათასი სიტყვა. სწორედ ამიტომაც ბევრს არ ჯერა, რომ შექსპირი რომელმაც მხოლოდ სკოლა დაამთავრა და არასოდეს ყოფილა საზღვარგარეთ, შეეძლო ჰქონოდა ასეთი ლექსიკა.Eეს თეორია არანაირ კრიტიკას არ უძლებს მიაჩნია შექსპიროლოგს ალექსეი ბარტოშევიჩს.
"არანაირი სერიოზული დამადასტურებელი იმისა, რომ ის მცირემცოდნე ადამიანი იყო - არაა. სტრეტფორდის იმ სკოლაში სადაც ის სწავლობდა განათლება ძალზედ ძლიერი იყო და იქ ასწავლიდნენ ბრწყინვალე ადამიანები ოქსფორდიდან და ა.შ.", - განმარტავს ბარტოშევიჩი.
პრობლემა ისაა, რომ შექსპირის ხელით დაწერილი ტექსტები თითქმის არ შემონახულა. მკვლევართა განკარგულებაშია მისი ხელმოწერის ნიმუში და აკრძალული პიესის "სერ ტომას მორის" ფრაგმენტი. ეჭვს ამძაფრებს მე-18 საუკუნეში ნაპოვნი შექსპირის ანდერძი. სადაც არაფერია ნათქვამი ხელნაწერებზე ან წიგნებზე. დრამატურგს უფრო ის აწუხებდა ვის დარჩებოდა მისი საწოლი. მაგრამ, „ეძიო ნაწარმოებების გასაღები ავტორის ბიოგრაფიაში უგუნურებაა", - მიიჩნევს ბარტოშევიჩი.
"შექსპირში" იწინასწარმეტყველეს ფილოსოფოსი ფრენსის ბეკონი და დრამატურგი კრისტოფერ მარლოსი, მეუღლეთა წყვილი გრაფ რეტლენდი და მის ცოლი ელიზავეტა. მაგრამ, ჰოლივუდელმა რეჟისორმა როლანდ ემერიხმა, რომელიც ცნობილია ფილმით „კატასტროფები", სხვა კანდიდატი შეარჩია -გრაფი ოქსფორდი.
რეჟისორმა აღიარა, რომ ფილმზე მუშაობის დაწყებამდე, თითქმის არაფერი იცოდა შექსპირის შემოქმედებაზე, მაგრამ ახლა გადაწყვიტა თვალი აეხილა მსოფლიოსთვის.
თუმცა ასეთი ანტიბიოგრაფიები დროს სულისკვეთებას შეესაბამება: მაღაზიების თაროებზე დევს "ანტიახმატოვები" და ანტიპასტერნაკები". დეტექტივების, ფანტასტიკური სიუჟეტებისადმი სიყვარული ხშირად გადაწონის ხოლმე ფაქტებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий