суббота, 19 ноября 2011 г.

                                                        თაობათა ურთიერთობა


    მოზარდებსა და მშობლებს შორის ურთიერთობა ყველა თაობის პრობლემაა. ხშირია შემთხვევები, როცა უფროსებს არ ესმით ბავშვების, მათი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა. 
    დღესდღობით ეს საკითხი განსაკუთრებით პოპულარულია. ახლანდელ თაობას აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები და მისწრაფვებები აქვს, რაშიც ხშირად მშობლები არ ეთანხმებიან, ეს იწვევს მათ შორის დაპირისპირებას.
    ახლანდელი მოზარდების უმეტესობა ამა თუ იმ საკითხში მშობლის აზრს არ ითვალისწინებს. ჩემი აზრით, ეს მდგომარეობა სავალალოა და გამოსავლის პოვნა გაგვიჭირდება.
    არსებობენ მოზარდები. რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ. ამის მიზეზი ის არის, რომ უფროსები ხშირად არ უღრმავდებიან ბავშვის სულიერ სამყაროს, არ ეპყრობიან მას მეგობრულად, არ სცემენ პატივს მათ მოსაზრებას, რასაც ხშირად ბავშვის შინაგანი, ჩუმი პროტესტი მოჰყვება ხოლმე...
   სხვისი სიყვარული სხვისი ინტერესებით ცხოვრებას ნიშნავს, თუმცა ზოგჯერ შიძლება შვილის ინტერესები არ იყოს ჭეშმარიტი, მაგრამ სიყვარულით უნდა შევამეცნებინოთ ბავშვს სიმართლე და არა უაზრო მორალის კითხვითა და ძალის დემონსტრირებით. მე მგონია, რომ ჩვენში ეს პრობლემა ისევ აქტიურად დგას. მშობელთა ერთი ნაწილი სწორედაც, რომ ძალის დემონსტრირებას აკეთებს, ხოლო მეორეს შვილების დაკარგვისა ეშინია და მათ შეცდომებზე თვალებს ხუჭავს, ეს ორივე გზა დამღუპველია...საინტერესოა, როდის ვიპოვით მესამე, უფრო ორიგინალურსა და საინტერესო გზას? !...

Комментариев нет:

Отправить комментарий