суббота, 17 ноября 2012 г.

ქართველები ვამაყობთ თქვენით-ბიჭებო !!!


       მე მინდა მოგიყვეთ იმ ორ ადამიანზე (ფეხბურთელებზე), რომლებსაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უჭირავთ..თქვენ მათ ყველანი კარგად იცნობთ...
      
თორნიკე ოქრიაშვილი-დაიბადა 1992 წლის 12 თებერვალს, 20 წლის ქართველი ფეხბურთელი, ის არის ნახევარმცველი და თამაშობს საფეხბურთო კლუბ ,,შახტარში"... თორნიკე ძალიან ნიჭიერი სპორტსმენია, საზოგადოებას მის მიერ შექმნილი არაერთილამაზი მომენტი ახსოვს, მაგრამ ალბათ ყველაზე მეტად ბელორუსიასთან გატანილი გოლით დაგამახსოვრდათ. ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის შესაძლებლობებმა მსოფლიო აალაპარაკა, მე კი, ვამაყობ, რომ ის ქართველია და პირადად ვიცნობ...თორნიკე ძალიან თბილი, კომუნიკაბელური და თავმდაბალი ადამიანია, ჰყავს ლამაზი ოჯახი, ამჟამად ცხოვრობს უკრაინაში... 



                                                   საკლუბო კარიერა 

დაიბადა თბილისში, თამაშობდა ბოლნისის სიონში, სანამ გადავიდოდა გერმანულ ფრაიბურგში 2006 წელს.ფრაიბურგის ძირითად გუნდში მისი დებიუტი შედგა 2009 წლის 17 მაისს როტ-ვაისთან მატჩში.კლუბის მაისურით მონაწილეობა მიიღო 8 მატჩში.[2] 2010 წლის ზაფხულში გადავიდა უკრაინის ოლექსანდრიაში.
2011 წლის 30 დეკემბერს დონეცკის შახტარმა ოფიციალურად განაცხადა კლუბში თარგამაძის ტრანსფერის შესახებ საკუთარ ვებ-გვერდზე 

                                                            სანაკრებო კარიერა                  

თარგამაძე გამოდიოდა საქართველოს 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში. 21-წლამდელთა ნაკრებში 2009 წელს ჩატარებული აქვს სამი მატჩი.
ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2011 წლის 10 აგვისტოსპოლონეთთან სტუმრად, 0-1 წაგებულ მატჩში. თარგამაძე მატჩში ჩაერთო 50- წუთიდან ალექსანდრე გურულის ნაცვლად და მიიღო ყვითელი ბარათი. მას შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ მატჩში. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საბერძნეთის ნაკრებთან მატჩში თბილისში მე-19 წუთზე გახსნა ანგარიში თავისუფალი დარტყმით.
2012 წლის 24 მაისს თურქეთის ნაკრებთან ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში 51- წუთზე თარგამაძემ ანგარიში გახადა 1-2, მატჩში გაიმარჯვა თურქეთის ნაკრებმა, ანგარიშით 1-3.










აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ორ ფეხბურთელს ძალიან უყვართ თავიანთი გულშემატკივრები და ყოველთვის სცემენ მათ პატივს !!! წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო, ძალიან მიყვარხართ... : ))))))))))))