суббота, 5 ноября 2011 г.


მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყავა მხნეობის გრძნობას არ იწვევს

მიღებულია, რომ ყავა ადამიანზე გამამხნევებელ ეფექტს ახდენს და დილაობით გაღვიძებაში ეხმარება. ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს ეს მეცნიერულად შეემოწმებინათ. მათ შეკრიბეს 18-იდან 45 წლამდე ასაკამდე 90 მოხალისე, რომელთაც ექსპერიმენტი გაიარეს. ექსპერიმენტის ყველა მონაწილემ გაიარა ტესტები რეაქციაზე, აზროვნების უნარზე და სხვა დავალებებზე.
ამი შემდეგ "ყავის მანიაკთა" ნახევარ ჯგუფს ფინჯანი ნატურალური ყავა დაუსხეს და უთხრეს, რომ ეს სასმელი მხოლოდ ყავის იმიტაციაა აქტიური კომპონენტების გარეშე. ჯგუფის მეორე ნახევარს ზუსტად ასევე მოექცნენ და საპირისპიროდ, მისცეს ხელოვნური ყავა და უთხრეს, რომ ნატურალურია. რის შემდეგ ტესტების მთელი სერია განმეორდა. იმ ადამიანებმა, ვისაც სჯეროდა, რომ სვამდნენ ნამდვილ ყავას, შესამჩნევად გააუმჯობესეს მაჩვენებლები. მათ, კი ვისაც სჯეროდათ, რომ სვამდნენ ხელოვნურ ყავას, პირიქით, გააუარესეს მაჩვენებლები. ამასთან, პირველი ჯგუფი ამტკიცებდა, რომ არ გრძნობდა სიმხნევის მოზღვავებას.
კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ყავა კი არ გვამხნევებს, არამედ მხოლოდ თვითშთაგონებაა.

Комментариев нет:

Отправить комментарий