четверг, 24 ноября 2011 г.

,,წარსული მუდამ წინ გველოდება"

,,აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა"...უთქვამს დიდ ბრძენს, მართლაც ასეა. ახლანდელი– წარსულისაგან მივღეთ, ჩვენვე შევწმენით, რომელიც აუცილებლად წარმოქმნის მომავალს, რომელიც იქნება ნაყოფი ჩვენს მიერ განვლილი გზისა. უნდა განვსაჯოთ თუ რას გავაკეთებთ, უნდა განვსაზღვღოთ ჩვენი ყოველი გადადგმული ნაბიჯი და გავიაზროთ რა მოსდევს ამა თუ იმ ქმედებას, რადგან შემდეგ სანანებელი არ გაგვიხდეს ჩვენივე გადადგმული ნაბიჯი, ხშირად ჩვენი წინდაუხედაობით ბევრ შეცდომას ვუშვებთ , თუმცა ეს კარგი გაკვეთილია მომავლისათვის, რათა დაშვებული შეცდომები კიდევ ერთხელ არ გავიმეოროთ. მე სრულიად ვეთანხმები ამ გამონათქვამს, რომ წარსული მუდამ წინ გველოდება...წარსული აუცილებლად დაგვხვდება წინ, რომელიც დაგეხმარება უკეთესად გაიკვალო გზა მომავლისაკენ..

суббота, 19 ноября 2011 г.

♥♥♥

                                                 ჩამოცვენილი ფოთლების სევდა
           
მათაც სტკივათ, ისინიც განიცდიან. რა?–არა აქ გრამატიკული წესები უნდა დავარღვიო, ვის?–ფოთლებს უჭირთ იმ  ტკივილის გადმოცემა, რასაც გრძნობენ–თუმცა ხვდებიან, რომ აღარავის სჭიდებათ, აღარავის აინტერესებს მათი ბედი. იციან, რომ ასრე თუ გვიან ვიღაც უხალისოდ, უნუგეშოდ აიღებს ხელში, მოკუჭავს, დაჭმუჭნის, სამუდამოდ დაწვავს, მოიშორებს. შემდეგ კი... ვინ იცის რა იქნება შემდეგ....
    ...სტკივათ ყოველი ამონასუნთქი, ყოველი გაელვება, სტკივათ უსაზღვროდ, უკიდეგანოდ, სტკივათ წამი, რომელიც აუცილებლად დადგენა, აუცილებლად დაასრულებენ სიცოცხლეს... ვეღარ იხილავენ მზის სხივს, ვეღარ მოუსმენენ ჩიტების გამაბრუებელ, დამატკბობელ ჭიკჭიკს...რატომ?–პასუხი ვინ იცის..შეუბრალებელია სამყარო, ვერ განსაზღვრავს თავის ქმედებას, რომელსაც ყოველ წუთას ეწირება ჩამოგდებული ფოთოლი, უარყოფილი სიცოცხლე, ბუნებას შეკედლებული და აქაც მარტოდშთენილი...
      თითქოს მხატვარს ყვითელი ფერი აღარ დარჩენია პალიტრაზე, რომ გადმოგვცეს ჩამოცვენილი ფოთლების სევდა..
     დუმს ყველაფერი, საოცარი და სულისშემძვრელი დუმილით ავსებულა შემოდგომა !!!
                                                        თაობათა ურთიერთობა


    მოზარდებსა და მშობლებს შორის ურთიერთობა ყველა თაობის პრობლემაა. ხშირია შემთხვევები, როცა უფროსებს არ ესმით ბავშვების, მათი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა. 
    დღესდღობით ეს საკითხი განსაკუთრებით პოპულარულია. ახლანდელ თაობას აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები და მისწრაფვებები აქვს, რაშიც ხშირად მშობლები არ ეთანხმებიან, ეს იწვევს მათ შორის დაპირისპირებას.
    ახლანდელი მოზარდების უმეტესობა ამა თუ იმ საკითხში მშობლის აზრს არ ითვალისწინებს. ჩემი აზრით, ეს მდგომარეობა სავალალოა და გამოსავლის პოვნა გაგვიჭირდება.
    არსებობენ მოზარდები. რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ. ამის მიზეზი ის არის, რომ უფროსები ხშირად არ უღრმავდებიან ბავშვის სულიერ სამყაროს, არ ეპყრობიან მას მეგობრულად, არ სცემენ პატივს მათ მოსაზრებას, რასაც ხშირად ბავშვის შინაგანი, ჩუმი პროტესტი მოჰყვება ხოლმე...
   სხვისი სიყვარული სხვისი ინტერესებით ცხოვრებას ნიშნავს, თუმცა ზოგჯერ შიძლება შვილის ინტერესები არ იყოს ჭეშმარიტი, მაგრამ სიყვარულით უნდა შევამეცნებინოთ ბავშვს სიმართლე და არა უაზრო მორალის კითხვითა და ძალის დემონსტრირებით. მე მგონია, რომ ჩვენში ეს პრობლემა ისევ აქტიურად დგას. მშობელთა ერთი ნაწილი სწორედაც, რომ ძალის დემონსტრირებას აკეთებს, ხოლო მეორეს შვილების დაკარგვისა ეშინია და მათ შეცდომებზე თვალებს ხუჭავს, ეს ორივე გზა დამღუპველია...საინტერესოა, როდის ვიპოვით მესამე, უფრო ორიგინალურსა და საინტერესო გზას? !...

пятница, 18 ноября 2011 г.

რა არის ბედნიერება ? !

      რა არის ბედნიერება?–ძნელია უცებ უპასუხო... ეს არის მწვერვალი, რომლის სათავესთან, ან მივაღწევთ ან ვერა.. მაგრამ სანამ ამ სიმაღლემდე მივაღწევდეთ, გარკვეული სირთულეების გადალახვა მოგვიწევს..
    ბედნიერება ვიღაცისთვის შეიძლება მატერიალური სიმდიდრეა, ლამაზი სახლი ან თანამედროვე ტელეფონი. ჩემი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები ვერ მიგვიყვანენ ამ მწვერვალამდე, ვერ გვაპოვნინებენ სრულფასოვან სიმშვიდეს. მთავარია გვჯეროდეს ბედნიერების და გვწამდეს მომავლის. ამქვეყნად  უმთავრესია იპოვო საკუთარი ადგილი საზოგადოებაში, გქონდეს პირადი პოზიცია, ეს ყველაფერი კი დაგეხმარება სულიერი თავისუფლების პოვნაში....
   ...და მაინც, რა არის ბედნიერება?!–ეს არის საკუთარ თავზე გამარჯვება, სულიერი სამყაროს სწორად დანახვა და ძალა, რომელიც უფლამდე მისასვლელ გზას გვაპოვნინებს !..
  

,,ფურთხის ღირსი ხარ, შენ–საქართველოვ" !..

      დღევანდელ საქართველოზე გიამბობთ..  დიდ მწუხარებას გამოვთქვამ არსებულ რეალობაზე, მტკივა დაკარგული ქართული შნო, ლაზათი... მტკივა დაცარიელებული კერა, მტკივა გაყეყეჩებული ქართველი ერი, რომელსაც იმის უნარიც კი აღარ შერჩენია პატიოსანი შრომით იცხოვროს. რატომღაც ქართველებს გვესირცხვილება პურის საკუთარი შრომით, ოფლით მოპოვება. ამიტომაც დუმს პაპისეული კერა, დღეს ჩვენი წინაპრების ამაგი გვესირცხვილება, სამარცხვინოდ მიგვაჩნია მიწის დამუშავება, ქუჩაში დგომა, ლუკმა–პურისთვის ოფლის დაღვრა... რატომ?–იმიტომ, რომ ქართველები ვართ. რატომღაც ის ადამიანები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და მხოლოდ ისღა დარჩენიათ, სხვისი ქუჩები ხვეტონ და მიწა დაამუშავონ, ამას თავიანთ ქვეყანაში სიკვდილს ამჯობინებენ, თვლიან, რომ ეს სირცხვილია, ფიქრობენ რომ ასე მეგობრების თვალში თავს იმცირებენ, დასაცინი ხდებიან.
     აი, ეს არის სულიერად გაჩანაგებული ერი, აი, სწორედ ეს გვტკივა დღეს, აი, ამიტომ ჩაგვაფურთხეს სულში, ამიტომ ვერ ვიშუშებტ ჭრილობას. თუ მაინცა და მაინც, მხოლოდ იმ მიზნით ვცხოვრობთ, რომ სხვას მივბაძოთ და ასე ვეცდებით განვითარებას, იმას რატომ აღარ ვფიქრობთ, რომ საზღვარგარეთ მხოლოდ შრომით ირჩენენ თავს, მათ ხომ არანაირი შრომა არ ეთაკილებათ, ჩვენსავით სირცხვილად არ მიიჩნევენ საქონლის მოვლას, მიწის დამუშავებას... სულ ახლახანს, ერთ ,,შემზარავ" ფაქტს შევესწარი. ჩვენი ქართველი, თანამოძმე მშიერი, ნაგვის ბუნკერში იქექებოდა, გაოცებული უცხოელი სტუმრები კი ამ ყველაფერს დასცინოდნენ და ვიდეო–კამერით იღებდნენ...შეძრწუნებული გავეცალე იქაურობას, გულში სირცხვილის მწარე გამოძახილი ჩამეღვარა... 
    სწორედ ეს არის ჩვენი დამარცხება, ყველაფერს ვიკადრებთ, ოღონდ ვინმეს თვალში არ დავმცირდეთ, ამას არ სჯობს?–ვიმუშავოთ, ოფლი დავღვაროთ. მერე ხომ არ მოგვიწევს სანაგვეში ქექვა...
    ქართველმა ერმა თითქმის უკვე დაკარგა თავმოყვარეობა, უგუნური ხალხი სოფლებს ცლის და ქალაქში მოდის საცოხვრებლად, ფიქრობს, რომ რამე გამოუვათ, მაგრამ !... ეჰ, ჩვენ დავივიწყეთ უფალი, უარვყავით ქრისტიანული მოძღვრება, რომელიც ლუკმაპურის საკუთარი გარჯით მოპოვებას ქადაგებს, უნდა ვიცხოვროთ რეალობით და თავად შვქმნათ საკუთარი მომავალი. დღეს ქართველი ერი ვერ აცნობიერებს ამ ყოველივეს, ამიტომ სტკივა ,,ახდილ ზარს", ,,კარებმოხსნილ საყდარს" ...
   მოკვდა სოფელი, წუთი–სოფელი..მიწამ შთანთქა მამა–პაპის ნაცოდვილარი, დაგვავიწყდა წარსული.... იქნებ დავფიქრდეთ კიდე აწი, თორემ გვიან იქნება ხვალ, რადგან დავივიწყეთ გუშინ... ,,ყოველთვის გვახსოვდეს ვისი გორისანი ვართ"... 
   და კიდევ ყოველი წამი, უკვე წარსულია და თუ მისი გამოყენება ვერ შეძელი, ესე იგი, არც გიცხოვრია ! ...

четверг, 17 ноября 2011 г.


გასახალისებლად:


მეგობარი, რომელთაც ერთმანეთი 30 წელი იყო არ ენახათ, შეხვდნენ ერთმანეთს ფართიზე, რამდენიმე ჭიქაც გადაკრეს და შემდეგ ოთახში გავიდნენ სალაპარაკოდ.
ერთმა მეგობარმა თქვა: ,,ჩემი ბიჭი მამას სიხარული და სიამაყეა. მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში, სწავლობს ბიზნესსა და ადმინისტრირებას, სამუშაოზე ნელ-ნელა მოწინავე პოზიციებზე ინაცვლებდა და ახლა უკვე კომპანიის პრეზიდენტია. ისეთი მდიდარი გახდა, რომ... დაბადების დღეზე თავის მეგობარს ბოლო მოდელის მერსედესი აჩუქა. ”
მეორე მეგობარმა თქვა: ,,ძალიან კარგი. ჩემი ბიჭიც მამას სიხარული და სიამაყეა. მუშაობა ავიაკომპანიაში დაიწყო, შემდეგ პილოტობა მოისურვა და სწავლაც დაიწყო. ამასთანავე კომპანიის პარტნიორიც გახდა და აქტივების უმრავლესობას ფლობს. ისეთი მდიდარია, რომ თავის მეგობარს დაბადების დღეზე რეაქტიული საჰაერო ხომალდი აჩუქა. ”
მესამე მეგობარმა თქვა: ,,ჩემი ბიჭიც მამას სიამაყე და სიხარულია. საუკეთესო უნივერსიტეტში ჩააბარა და ინჟინერი გახდა. შემდეგ საკუთარი სამშენებლო კომპანია დააარსა და მულტიმილიონერი შეიქნა. ამის წინ თავის მეგობარს 30,000 კვადრატული მეტრის სახლი აჩუქა დაბადების დღეზე. ”


სამი მეგობარი ერთმანეთს გადაეხვია და ულოცავდნენ გახარებულები, რომ ასეთი წარმატებული და კარგი ბიჭები ჰყავდათ. მეოთხე მეგობარი შემოტრიალდა და ჰკითხა: ,,ვისთვისაა განკუთვნილი ახლა ეს მილოცვები?”
ერთ-ერთმა უპასუხა: ,,ჩვენ გვიხარია ასეთი კარგი შვილები რომ გვყავს, შენ ბიჭზე რას გვეტყვი?”
მეოთხემ უპასუხა: ,,ჩემი ბიჭი გეია და სტრიპტიზ ბარში მუშაობს სტრიპტიზიორად”.


სამი მეგობარი აღშფოთდა და ერთხმად ჩაილაპარაკეს: ,,რა სირცხვილია.. რა იმედგაცრუებაა..”
მეოთხემ კი თქვა: ,,არა, მე არ მრცხვენია, ის ჩემი შვილია და მიყვარს. ამასთანავე არც ისე ცუდი ბიჭია, მისი დაბადების დღე 2 კვირის წინ იყო და საჩუქრად 30000 კვადრატული მეტრის სახლი, საჰაერო ხომალდი და ბოლო მოდელის მერსედესი მიიღო, ეს ყველაფერი მისმა სამმა ბოიფრენდმა აჩუქა :)))

вторник, 15 ноября 2011 г.


საინტერესო აღმოჩენები მეცნიერებისგან


მეცნიერებმა გამოიკვლიეს რომ საღეჭი რეზინა, ეს არ არის მხოლოდ კბილების დაცვა და პირის ჩასატკბარუნებელი

სტატისტიკის მიხედვით ბავშვების 60 % -ს სიცოცხლის პირველ წლებში აწუხებთ ყურის ანთება (ოტიტი) . ექიმები ტეტრაციკლინით და პელიცილინით მკურნალობენ მას.
საინტერესო აღმოჩენები მეცნიერებისგან
ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ქსილიტი აფერხებს ყურის ინფექციებს.( ქსილიტი საღეჭ რეზინას აძლევს სიტკბოს.)
ქსილიტს ხმარობენ კარიესის წინააღმდეგ და ასევე ყურის ინფექციების საწინააღმდეგოდ
 

 

воскресенье, 13 ноября 2011 г.


უაზრო საქციელები        




1. შეხედო დროს მობილურზე და იმწუთას ისევ ამოიღო ჯიბიდან, რადგან დრო არ დაგამახსოვრდა



2. ამოძრაო მაუსი ეკრანზე სანამ რაიმე იტვირთება, ფიქრობდე რომ ასე უფრო სწრაფად ჩამოიტვირთება



3. დაახვიო ჭიქის სახელურზე ჩაის ძაფი, და შემდეგ უფრო მეტი დრო ეწვალო მოსახსნელად



4. ჩაიცვა სახლიდან გასასვლელად, მიხვიდე კომპიუტერთან დახედო და შემდეგ წახვიდე



5. ჩაწერო დისკებზე ფილმები, და შემდეგ გადაყარო ისე რომ 10% არ უყურო



6. დაარქვა ახალ პაპკებს 1111, 2222 , და შემდეგ ადგილის არ ქონის გამო წაშალო. რადგან გაუგებარია რა არის შიგნით



7. კომპიუტერის გათიშვისას მოასწრო დინამიკების გათიშვა, გათიშვის მელოდიაზე ადრე



8. აქეთ_იქით სიარული და ხელების შლა მობილურზე ლაპარაკის დროს



9.აჭირო ძლიერად თითი პულტს როცა მასში ბატარეები ჯდება



10.გააღო მაცივარი შეიხედო და დაკეტო. და ასე ბევრჯერ დღის განმავლობაში



11.იყურო მეტროს გვირაბში,, ვითომ ამით მატარებელი უფრო სწრაფად მოვიდოდეს



12. დაისხა ცხელი ჩაი და არ დალიო.შემდეგ დაგავიწყდეს დაისხა კიდე ერთი და ბოლოს მაინც ცივი დალიო


13.გადმოხვიდე მანქანიდან მინიმუმ სამჯერ დაკეტო პულტით, მოშორდე 50 მეტრით და კიდევ ორჯერ დაკეტო.რადგან არ გახსოვს დაკეტე თუ არა


14.გაამეორებინო შეკითხვა როცა კარგად გაიგე რა გკითხეს და ამის შემდეგ გაცე პასუხი



15.დაურეკო მეგობარს ღამის 3 საათზე და პირველი შეკითხვა დაუსვა ,,ხომ არ გაგაღვიძე”?



16.დააფერფლო სიგარეტი მაშინაც კი როდესაც ფერფლი ჯერ კიდევ არ აქვს



17.იარო ქვაფენილზე ისე რომ გადაბმის ზოლებზე ფეხი არ დაგებიჯოს



18. არასდროს არ გამორთო დამტენი ,,როზეტკიდან”



19. ჩაიდო გასაღები ჯიბეში რომ არ დაგავიწყდეს, შემდეგ კი დიდი ხანი ეძებო



20. დააყენო 5 მაღვიძარა, მაგრამ მაინც 15 წუთით ადრე ადგე სახლიდან გასვლამდე



среда, 9 ноября 2011 г.


                                                     Snake Xenzia

Snake Xenzia
Snake Xenzia

დარწმუნებული ვარ ყველამ ვიცით ცნობილი და საკმაოდ პოპულარული თამაში სნეიკი. ალბათ ზოგიერთ თქვენთაგანს აქვს შეხება ნოკიასთან და მშვენივრად ერთობა ახალ-ახალი რეკორდების მოხსნით.

Snake Xenzia

Snake -- მართლაც რომ ლეგენდარული თამაშია. ის 1970 წელს შეიქმნა ვიდეო თამაშების კომპანიის Gremlin-ის მიერ და თავდაპირველად შექმნილი იყო კომპიუტერებისათვის, თუმცა პოპულარობა მას შემდეგ მოიხვეჭა, რაც კომპანია Nokia-მ მისი აქციები შეიძინა საკუთარი ტელეფონებისათვის.

Snake XenziaSnake XenziaSnake XenziaSnake XenziaSnake Xenzia

თამაშის აზრი მდგომარეობს იმაში, რომ გველი რაც შეიძლება მეტხანს აცოცხლო. დროდადრო მისთვის საჭმელი ჩნდება და გველიც იზრდება. ამასთან თამაში უფრო და უფრო რთულდება. თამაშს ძალიან ბევრი ვარიანტი აქვს. ძირითადად კი 2 ტიპისაა: გველი რომელიც გადის კედლებში და რომელიც ვერ გადის. თამაში ძალიან უბრალოა მაგრამ ამ უბრალოებაში დევს მისი ორიგინალურობა და მისწრაფება.

Snake Xenzia
Snake XenziaSnake Xenzia
Snake XenziaSnake Xenzia

თუ თქვენ თქვენს მობილურში ამყარებთ რეკორდებს და 5 000 -მდე ქულა სასწაული გგონიათ, იმედს გაგიცრუვებთ: მსოფლიო რეკორდი 159096 ქულაა.



ამ საიტებზე შეგიძლიათ ითამაშოთ ონლაინში:

http://www.gametion.com/snakegames.htm
http://www.snakegame.net/
http://www.johnjohn.co.uk/html/snake.html


გაგვიმხილეთ თქვენი რეკორდები.

Snake Xenzia
 


                 ყველაზე 'არამომგებიანი' მსახიობები (TOP 10)

გამომცემლობამ Forbes გამოაქვეყნა ყოველწლიური რეიტინგი ჰოლივუდის მსახიობების, რომლებიც კინოსტუდიებისთვის მომგებიანები არ არიან.

1)Drew Barrymore
ყველაზე 'არამომგებიანი' მსახიობები (TOP 10)

2)Eddie Murphy
ყველაზე 'არამომგებიანი' მსახიობები (TOP 10)

3)Will Ferrell
ყველაზე 'არამომგებიანი' მსახიობები (TOP 10)

4)Reese Witherspoon
ყველაზე 'არამომგებიანი' მსახიობები (TOP 10)

5)Denzel Washington
ყველაზე 'არამომგებიანი' მსახიობები (TOP 10)

6) Nicolas Cage
ყველაზე 'არამომგებიანი' მსახიობები (TOP 10)

7)Adam Sandler
ყველაზე 'არამომგებიანი' მსახიობები (TOP 10)

8)Vince Vaughn
ყველაზე 'არამომგებიანი' მსახიობები (TOP 10)

9)Tom Cruise
ყველაზე 'არამომგებიანი' მსახიობები (TOP 10)

10)Nicole Kidman
ყველაზე 'არამომგებიანი' მსახიობები (TOP 10)


                                       მასწავლებლების ფრაზები

ალბათ ბევრ თქვენგანს აღიზიანებს მასწავლებლების ერთნაირი გამონათქვამები. მე კი მინდა ცოტა გაგამხიარულოთ და შემოგთავაზოთ ეს მოსაბეზრებელი ფრაზები.
მასწავლებლების ფრაზები


- მას რვეული სახლში დამრჩა..
- რატო თავი არ დაგრჩა?

- აუუ. ამის სწავლა დამავიწყდა, მონიშნული არ მქონდა და..
- მე რა ვქნა, სახლში წამოგყვე და იქაც მე გასწავლო?

მასწავლებლების ფრაზები

- არა ეს ბავშვი უნდა გავაგდოთ გარეთ, არც თვითონ უნდა სწავლა და სხვებსაც ხელს უშლის!

- შვილო იცი სკოლა რისთვისაა? სამაიმუნოდ და გასართობად კი არა სასწავლად მოდიან აქ ბავშვები და თუ არ გინდა სწავლა დარჩი სახლში, რას მოდიხარ, ვინმე გაძალებს?

მასწავლებლების ფრაზები

- მოყევი გაკვეთილი!
- მას არ ვიცი ..
- არ ვიცის ნიშანი ხო იცი რა არის?

- მოყევი გაკვეთილი!
- ცოტა მეშლება მას
- არაუშავს, აი როგორც იცი ისე მოყევი და შესაბამის ნიშანს დაგიწერ.

მასწავლებლების ფრაზები

- ეხლა გაჩუმდით, თორემ გარეთ გაგიშვებ და მერე მანდატურთან არკვიე ეგ საქმეები, პასტა ვინ ვის წაართვა!

- რაზე იცინოდით, მეც მითხარი იქნებ მეც გამეცინოს.

მასწავლებლების ფრაზები

ბავშვები იცინიან
მასწავლებელი - რა ხდება? რამე მაქვს სასაცილო? არა ნუ უბრალოდ გასაკვირია, მე მიყურებენ და იცინიან და აშკარად რაღაც მაქვს სასაცილო.

- რააა? ეს როგორ მაკადრეეთ? წახვალ ეხლა და ამ სიტყვებს მანდატურთან და მერე დირექტორთან გაიმეორებ!

მასწავლებლების ფრაზები

- რატომ ჩხუბობთ?
- მას არ ვჩხუბობთ, უბრალოდ ვთამაშობდით!
- თქვე სულელებო, არ იცით მაგ პატარა ვითომ თამაშმა რა შეიძლება გამოიწვიოს?

+ რამოდენიმე სასაცილო ფოტო სკოლასთან დაკავშირებით.

მასწავლებლების ფრაზები

მასწავლებლების ფრაზები

მასწავლებლების ფრაზები

მასწავლებლების ფრაზები

მასწავლებლების ფრაზები

მასწავლებლების ფრაზები

მასწავლებლების ფრაზები

მასწავლებლების ფრაზები

მასწავლებლების ფრაზები

Vogue Japan - "The Perfect Obsession"

Vogue Japan - "The Perfect Obsession"

"The Perfect Obsession" - Vogue Japan-სთვის
მოდელი Aymeline Valade წარმოგვიდგენს ზათრის ლუქებს,
რომელიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით, კოლექციაში აქტიურადაა გამოყენებული წლის ტრენდად აღიარებული მდიდრული ბეწვეული
[/i]ფოტოსესია დატვირთულია სხვადსხვა სახის მასიური აქსესუარებით, რომელიც ლუქებს დასრულებულ სახეს სძენს
ფოტოების ავტორია ფოტოგრაფი Giampaolo Sgura
Vogue Japan - "The Perfect Obsession"

Vogue Japan - "The Perfect Obsession"

Vogue Japan - "The Perfect Obsession"

Vogue Japan - "The Perfect Obsession"

Vogue Japan - "The Perfect Obsession"

Vogue Japan - "The Perfect Obsession"

Vogue Japan - "The Perfect Obsession"