среда, 9 ноября 2011 г.

ბრძნული აზრები


ბრძნული აზრები 

ლაროშფუკო: როცა სხვებს ვატყუებთ, ისინი იმდენად ბრიყვები როდი გვეჩვენებიან, როგორც ჩვენ ვჩანვართ საკუთარ თვალში, როდესაც სხვები აქეთ გვატყუებენ.
ბერტონი: სიღარიბე მუზის მემკვიდრეა.
ბელინსკი: სიცილი ხშირად შუამავალია ჭეშმარიტებისა და სიცრუის გარჩევის საქმეში.
ტულიუსი: ძალზე ღრმაა სიბრიყვის ფესვები.
შოუ: სულელისთვის ყველაფერი ყოველთვის კარგად მთავრდება.
შოპენჰაუერი: ალექსანდრე დიდისგან მხოლოდ სახელი და ხსოვნა დარჩა, მაშინ, როდესაც პლატონი, არისტოტელე, ჰომეროსი, ჰორაციუსი თავად ცოცხლობენ ჩვენ შორის და უშუალოდ ახდენენ ჩვენზე გავლენას.
აკაკი: თუ სწავლით თვით ვერ ამაღლდი, მამულს ჩირქს ისე ვერ მოჰბან.
პისარევი: ხშირად თავის გამოჩენის სურვილი უფრო დიდია ადამიანში, ვიდრე რაიმეს ღრმად შესწავლის.
ვილანოველი: სუფრას ნურასდროს მიუჯდები, ვიდრე არ დარწმუნდები, რომ შენი კუჭი დაცარიელდა იმ საკვებისგან, რაც მიგიღია უკანასკნელად.
საადი: ვინც ბავშვობისას არ გამოცდის სწავლის სიმწარეს, ცხოვრების გარეთ დარჩენილი მუდამ იწვალებს.
ჩეხოვი: უსაქმური ცხოვრება არ შეიძლება, სუფთა იყოს.
იუსტინიანე: თავისუფლება არის ბუნებრივი შესაძლებლობა თითოეულისთვის, აკეთოს ის, რაც მას სურს, თუ ეს ძალით ან სამართლით არ არის აკრძალული.
***
წმიდა საგნები შეფასებას არ ექვემდებარება.
მუნიე: უკიდურეს განურჩევლობას ნაციზმამდე მივყავართ.
მაკალეი: პლატონის აზრით, ადამიანი ფილოსოფიისთვის არის შექმნილი. ბეკონის აზრით კი, ფილოსოფია – ადამიანისთვის.
გიოარსი: ნაშოვნ ფულს, განსხვავებული საქმის მიხედვით, სხვადასხვა სუნი უდის.
იბსენი: შიში, როდესაც საშიშია, ყველას ერევა.
არისტოტელე: პატივმოყვარე ადამიანები უფრო მეტად შურიანები არიან, რადგან მათ ყველაფერი დიდ საქმედ ეჩვენებათ.
პუშკინი: შური ჯიბრიანობის შედეგია.
რუსო: ერთი კაცის შეცდომა მეორესთვის გაკვეთილი უნდა იყოს.
ავრელიუსი: როდესაც ვინმეს შეცდომა გაშფოთებს, შენს თავსაც დააკვირდი და მიხვდები, რომ ხანდახან შენც მასავით ცდები.
მიხეილ ჯავახიშვილი: ადათი შესაძლებელია, კარგიც იყოს და უვარგისიც, პროგრესულიც და რეაქციონერულიც.
ლიბრიუერი: დიდებული ჩვენ გვაკვირვებს, არარაობა – გვიზიდავს, ჩვეულება კი ეგუება ერთსაც და მეორესაც.
შატობრიანი: რაც უფრო ცივილიზებული ხდება ცხოვრების სახე, მით უფრო უბრუნდება ადამიანი იმას, რაც თავდაპირველად იყო: ცოდნის უმაღლესი საფეხური უცოდინრობა აღმოჩნდება, ხოლო ხელოვნების მწვერვალი – ბუნება და ზნეობრივი უბრალოება.
ლესინგი: ცრურწმენას ცივილიზაციის წარმატებები დევნის.
ტოლსტოი: ცოდნა იარაღია და არა მიზანი.
ემერსონი: ცხოვრებასთან მეტისმეტი სიახლოვე ხელოვნებისთვის მომაკვდინებელია.
ბეკონი: ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ თეატრში მაყურებლად ყოფნის უფლება, მხოლოდ ღმერთსა და ანგელოზებს აქვთ.
შამფორი: კაცები და ქალები ცხოვრობენ ისე, როგორც ევროპელები და ინდუსები. ეს არის კბილებამდე შეიარაღებული მშვიდობა.

Iumorii :-D


– ბავშვებო‚ რომელი ადამიანის გმირობებს გაიმეორებდით?
– ჯორდანო ბრუნოს...
– მაგელანის...
– მე, ჯაკომო კაზანოვას ყველა გმირობას‚ მასწ!

***
მეტროს მატარებელი‚ გლდანი-ვარკეთილის ხაზი‚ პიკის საათი:
– კაცო‚ ზედ რომ მაწევხარ, არაფერს გეუბნები და ნუ დაიძინებ მაინც‚ თორემ ძალიან მძიმდები...
***
დირექტორი კადრების განყოფილების უფროსს აფრთხილებს:
– სამსახურში თანამშრომლების მიღებისას გაითვალისწინეთ და, აუცილებლად ეცადეთ, გაიგოთ‚ პატიოსანია თუ არა ის‚ რადგან, შემჩნეულია‚ რომ წესიერი ადამიანები ცოტას იპარავენ.
***
პაპუასებმა დაიჭირეს გერმანელი‚ ამერიკელი და რუსი. უთხრეს: ვინც ისეთ სიტყვას იტყვის‚ რომლის მნიშვნელობაც ჩვენ არ ვიცით‚ გავუშვებთ, ხოლო, ვის ნათქვამ სიტყვასაც ავხსნით – შევახრამუნებთო.
გერმანელი ჩაფიქრდა და თქვა: „მობილური“.
პაპუასები გვერდზე გავიდნენ‚ ერთად შეგროვდნენ‚ იჩურჩულეს და დაბრუნდნენ. ერთი მათგანი წინ გამოვიდა და თქვა: – ეს კნოპკებიანი პატარა კოლოფია‚ რომლითაც შეგიძლია‚ შორს მყოფ ადამიანთან ილაპარაკო, – და შეჭამეს საწყალი გერმანელი.
ამერიკელმა – კომპიუტერიო.
კიდევ ითათბირეს პაპუასებმა და თქვენს:
– ესეც ვიცით: ისეთი ყუთია‚ ეკრანით‚ რომელზეც შეიძლება ასოები დაბეჭდო‚ ითამაშო... მოკლედ, შეჭამეს ამერიკელიც.
რუსი მიხვდა‚ წასულია ჩემი საქმეო და მწარედ ჩაილაპარაკა:
– „ეფესბე“ (უშიშროების ფედერალური სამსახური)...
პაპუასებმა ითათბირეს‚ იჩურჩულეს და ბოლოს უთხრეს – არ ვიცით. წადი‚ თავისუფალი ხარ‚ ოღონდ, აგვიხსენი, ეს რას ნიშნავსო.
– ისინიც თქვენსავით ნაძირლები არიან‚ როგორც თქვენ: გავლენ ითათბირებენ‚ იჩურჩულებენ და... აღარ არის ადამიანი.
***
– თქვენი ჰობი?
– მე მწვანე ნუმიზმატი ვარ.
– ?
– ამერიკულ დოლარებს ვაგროვებ.
***
პროფესორი დაფაზე ფერადი ცარცებით ურთულეს გრაფიკებს ხაზავს. რამდენიმე სტუდენტმა წამოიყვირა:
– ბატონო პროფესორო‚ ცისფერებს ვერ ვხედავთ!
– ცისფერებო‚ გადმოსხედით წინ! – გასძახა აუდიტორიას პროფესორმა, ისე‚ რომ დაფისთვის თვალი არ მოუცილებია.
***
გაყრილი ცოლ-ქმარი ერთმანეთს რამდენიმე წლის შემდეგ შეხვდა. კაცი არც ისე შეცვლილია‚ სამაგიეროდ, ქალი მაგარ მანქანაში ზის‚ ოქროულობა‚ ძვირფასი მოსასხამი... ქმარყოფილმა დამცინავად შეათვალიერა ყველა მისი ფუფუნება და სარკასტულად ეკითხება:
– ვინ არიან ის „ბედნიერები“?
***
აქილევსის სახე ბერძნებმა‚ რუსული პერსონაჟის – უკვდავი კოშჩეის ანალოგიით შექმნეს‚ უბრალოდ‚ მას სული კვერცხში კი არა, ქუსლში აქვს.
***
– რატომ დაგიკლავთ ასეთი პატარა გოჭი‚ შე კაცო‚ ნახე‚ ხორცი თითქმის არც აქვს...
– მე დავკალი? თვითონ მოკვდა...
***
ღამის ბარი‚ მუსიკა‚ დარბაზში ნისლივით დგას სიგარეტის ბოლი... შემორბის სპეცრაზმი. მეთაურმა ავტომატი გადატენა.
– ჯანმრთელობის სამინისტრო უკვე დაიღალა გაფრთხილებებით!
***
მამაკაცმა აღმოაჩინა იარაღი და გამოიგონა ნადირობა; ქალმა აღმოაჩინა: ნადირობა და გამოიგონა ქურქი.
მამაკაცმა აღმოაჩინა სიტყვა‚ გამოიგონა მეტყველება; ქალმა აღმოაჩინა მეტყველება‚ გამოიგონა ჭორი.
მამაკაცმა აღმოაჩინა ფერები‚ გამოიგონა ფერწერა; ქალმა აღმოაჩინა ფერწერა‚ გამოიგონა კოსმეტიკა.
მამაკაცმა აღმოაჩინა მიწათმოქმედება‚ გამოიგონა საჭმელი; ქალმა აღმოაჩინა საჭმელი‚ გამოიგონა დიეტა.
მამაკაცმა აღმოაჩინა მეგობრობა‚ გამოიგონა სიყვარული; ქალმა აღმოაჩინა სიყვარული‚ გამოიგონა ქორწინება.
მამაკაცმა აღმოაჩინა ქალი‚ გამოიგონა სექსი; ქალმა აღმოაჩინა სექსი‚ გამოიგონა თავის ტკივილი.
მამაკაცმა აღმოაჩინა ვაჭრობა‚ გამოიგონა ფული; ქალმა აღმოაჩინა ფული და ამის შემდეგ დაიწყო პრობლემები‚ პრობლემები...
***
განცხადება:
„მარტოხელა რომანტიკული ახალგაზრდა ეძებს, უბრალოდ, ადამიანურ გაგებას‚ სითბოს‚ ალერსს‚ რამე საჭმელს და ღამის გასათევს“...
***
– იცი‚ როგორ არის მოწყობილი ადამიანი?
– რა თქმა უნდა, სხვადასხვანაირად: ზოგი ნაცნობობით‚ ზოგი – ფულით...
***
„მას საერთოდ არ შეუძლია თხილამურებით სრიალი‚ მე კი ვერაფრით ავითვისე ძიუდო“‚ – გაიფიქრა შტირლიცმა.. მას შემდეგ რუსულ შპიონაჟში ბევრი რამ შეიცვალა...
***
– არიქა‚ ჩქარა ჩაიფიქრე რამე!
– რატომ?
– ვარსკვლავი ვარდება...
– აბა‚ სად?
– სცენიდან...
***
ექიმმა პაციენტი გასინჯა‚ ანალიზები შეამოწმა და ჩაფიქრდა. ფიქრობს‚ ხმას არ იღებს...
– ექიმო‚ რა მჭირს?
– იცით‚ მიჭირს თქმა...
– სიმართლე მითხარით‚ ყველაფრისთვის მზად ვარ.
– იცით‚ თქვენ გაქვთ...
– გთხოვთ‚ ექიმო, მზად ვარ ყოველგვარი საშინელების მოსასმენად.
– კარგი... თქვენ ის‚ ტრახო... ტრიხომედ.... ტრიხომონადიოზი გაქვთ... – ხომ გითხარით‚ შეუძლებელია თქმა...

понедельник, 7 ноября 2011 г.

ყველაზე საინტერესო ამბები ! :*


1. ნობელის პრემია გაიცემა ფაქტიურად ყველა დარგში, გარდა მათემატიკისა.
იმიტომ რომ ნობელის პირველი ცოლი მათემატიკოსთან გაიქცა.
2. რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ დამტკიცდა რომ მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე გახმაურებული ფაქტი - შემთხვევით გადაღებული მოსიარულე თოვლისკაცი, აფიორა იყო, მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა რომ ჰიმალაებში ტურისტებიმოეზიდათ.
3. მწყერის შვილს ჰქვია მუტრუკი. :D:D (სულ არ ყოფილა შეურაწმყოფელი სიტყვა)
4. ცხოველების უმრავლესობა სუნს ნესტოებით შეიგრძნობს, მაგრამ ზოგ მათგანს,მაგალითად, გველს, სუნის აღსაქმელად პირში აქვს სპეციალური, ე. წ.. იაკობსონისორგანო, რომელიც ენის ზემოთაა მოთავსებული. ჰაერის დასაყნოსად გველებიორკაპა ენას ასავსავებენ და მსხვერპლის ადგილსამყფელს იმის მიხედვით ადგენენ,თუ საიდან ეცემა სუნი ენას.
5. დაშვებისას შავთავა შაშვის სიჩქარე საათში 250 კილომეტრს აღწევს!
6. ავაზას 105 კმ საათში სიჩქარის განვითარება შუძლია!
7. ზრდასრული ლურჯი ვეშაპი სიგრძეში სამი ავტობუსის ხელაა და 20 სპილოზემეტს იწონის!
8. აფრიკული სპილო ყოველდღიურად დაახლოებით 230 კილოგრამ ფოთოლს ჭამს!
9. კოლიბრი ერთადერთი ფრინველია, რომელსაც უკან ფრენა შეუძლია.
10. კოლიბრი ყველაზე პატარა ფრინველია.
11. ზამთარში ნიანგი ქვებს ყლაპავს რომ როცა ძინავს წყლის ფსკერზე - ზედაპირზეარ ამოტივტივდეს.
12. ყველაზე დიდი მიღწევები ქირურგიაში აქვთ გერმანელებს - მიზეზი კი ისგახლავთ რომ ჰიტლერის დროს ცოცხალ ადამიანებზე ატარებდნენ ცდებს.
13. ავსტრალიაში 57 მილიონი კენგურუ ცხოვრობს.
14. 1950 წელს ”ფიფამ” აკრძალა ფეხბურთის ფეხშიშველი თამაში, ამ დრომდეინდოეთის ნაკრები ტურნირებზე ასე მონაწილეობდა. :D:D:D:D
15. პირველი ფიჭური ტელეფონი, რომელიც გასაყიდად გამოვიდა, 1 კილოგრამს იწონიდა და 35 ათასი დოლარი ღირდა.

воскресенье, 6 ноября 2011 г.


 აქ ერთი გოგონა ყვება თავის უცნაურ ისტორიას...საინტერესოა !!!

,,ერთი მეტად უცნაური ამბავი გადამხდა და მინდა გიამბოთ! შეიძლება ბევრი თქვენგანისთვის ეს მაგალითი აღმოჩნდეს  და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ ცხოვრებაში, იმაზე მეტი ვიდრე მე გამოვიჩინე.
    ვარ საშუალო სიმაღლის ლამაზი და საყვარელი გოგონა (რავიცი ყოველშემთხვევაში მე ასე მეუბნებიან).  სკოლის დამთვარების შემდეგ საწუხაროდ სტუდენტი ვერ გავხდი და მუშაობაც ვერ დავიწყე. ყველგან, სადაც მივედი სამუშაოს სათხოვნელად გამოცდილებას ითხოვდნენ, მე კი 19 წლის გოგოს აბა რა გამოცდილება უნდა მქონოდა და ამიტომაც ვიჯექი სახლში. ვუვლიდი ჩემს პატარა და–ძმას, ვეხმარებოდი დედას, მყავდა მეგობრები, რომლებთანაც ვერთობოდი და დრო გამყავდა.
     ერთ დღეს, როდესც კომპიუტერთან ვიჯექი და ეგრედწოდებულ  ”ადნაკლასნიკებში”  დავძვრებოდი გამომეხმაურა ერთი ჩემი ნაცნობი ბიჭი, რომელიც ჩემი ძვლი მეგობრის ძმაკაცი იყო. ჩვეულებრივად გამოველაპარაკე, მოვიკითხეთ ერთმანთი, ვისაუბრეთ. მეორე დღესაც ისევ შემეხმიანა, მესამე დღესც და ასე თითქმის ყოველდღე ვსაუბრობდით. უფრო და უფრო გახშირდა ჩვენი ურთიერთობა, ტელეფონზეც გაგრძელდა. ნელ–ნელა ჩვენი ამბავი სიმპატიასა და ბოლოს სიყვარულში გადაიზარდა.
    მაღალი, საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო (არის), ხასიათიც კარგი ჰქონდა და მიმიზიდა,  მითუმეტეს რომ მისგან უსაზღვრო სიყვარულს ვგრძნობდი.სამწუხაროდ ერთმანეთს მანძილი გვაშორებდა. ის დასავლეთში ცხოვრობდა და მე აღმოსვლეთში, ამიტომ ერთმანეთს არც თუ ისე ხშირად ვნახულობდით, მაგრამ ამ ყველაფერს ტელეფონში საუბრით ვინაზღაურებდით. თითქმის მთელი დღე ვლაპარაკობდით, უერთმანეთოდ ვერ ვძლებდით.
              თვეში ერთხელ მისი ჩემთან ჩამოსვლა ჩემთვის უდიდესი ბედნიერება იყო. არაფერი მაკლდა, არც ყურადღება, არც პატივისცემა და არც საჩუქრები. სიყვარულზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ. უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ყველა ჩემი სურვილი ასრულებადი იყო და სრულდებოდა კიდეც. თავი ერთ–ერთი ზღაპრის გმირი მეგონა.
   მალე ოჯახის შექმნაზეც დავიწყეთ საუბარი, უკვე დავგეგმეთ რომზაფხულში ერთად ვიქნებოდით და პირველი შვილის სახელიც კი გვქონდა მოფიქრებული. ლუკა სახელი ძალიან მოგვწონდა და უკვე ვეძახდით ჯერ არ არსებულ ბავშვს.
            არ ვიცი როგორ გავაგრძელო ამბავი და როგორ გადმოგცეთ ის რაც მერე მოხდა. ერთ დღეს, როცა მე თავს უზომოდ ბედნიერად ვგრძნობდი, ჩემს სიყვარულს ველაპარაკე და მხიარული დავდიოდი სახლში დამირეკა, მე რათქმაუნდა ჩვეულებრივად სიყვარულით ვუპასუხე, თუმცა მისი ხმა და ტონი არ მომეწონა. ასეთი კითხვა დამისვა: – რომ გითხრა აგარ მიყვარხარო დამიჯერებ? მე გამეცინა და ვუპასუხე არათქო, თურმე სასაცილოდ სულ არ მქონია საქმე. ბიჭი რომელიც ნახევარი საათის წინ მთელი არსებით სიყვარულს მეფიცებოდა მეუბნება რომ აღრ ვუყვარვარ და სიყვარული გაქრა. რატომ? სიმართლე გითხრა მასშემდეგ 4 თვე გავიდა და ეგ კითხვა ჩემთვის ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.ის იყო ბოლო საუბარი და მას შემდეგ აღარ დაურეკავს და აღარც დაუმესიჯებია, და საერთოდ, ჩემი არსებობსაც დაივიწყა როგორც ჩანს. კომპიუტერიდანაც გაქრა, საერთოდ აღარ ჩანდა, ჩემი მეგობრები ურეკავდნენ მაგრამ არ პასუხობდა. დავკარგე თუ დამკარგა ეგეც საკითხავია.
    დღემდე მიყვარს და ასე მგონია, რომ დამიბრუნდება. ჩემი სიყვარული იმდენად ძლიერია,რომ ალბათ ვაპატიებ ამ უაზრო საქციელს ოღონდ დამიბრუნდეს. ან ის მაინც გავიგო რა დავაშავე, რა მოხდა, რატომ დამტოვა ასე გაუგებრად?
    ერთადერთი ჩემთის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი  ნივთი რაც მისგან დამრჩა არის ბაჭია, რომელიც ახალ წელს მაჩუქა.ყოველდღე მასთნ ერთად მძინავს.
  გოგოებო და ქალებო ალბათ საკმაოდ პატარა ვარ იმისთის რომ რჩევა მოგცეთ, მაგრამ თუ გინდათ რომ ჩემი ბედი არ გაზიაროთ კარგად გაერკვიეთ თქვენი მეგობარი ბიჭის სიყვარულში. დამეთანხმებით ალბათ საკმაოდ უცნაური ამბავი გადამხდა. ახლა მუშაობა დავიწყე და გულს ვაყოლებ თუმცა ის ადამიანი ყოველ ღამე ჩემი სიზმრების სტუმარია.
P.S  ეს არის ერთი ჩემი მეგობრის სიყვარულის ამბავი, რომელიც მე მისი სახით პირველ პირში გადმოვეცი.
ბავშვების დიდი მოლოდინი მუსიკისა და დრამის თეატრში 
ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მთავარმა რეჟისორმა „ქეთო და კოტეზე” მუშაობა დაამთავრა და წარმატებული პრემიერაც შედგა! თუმცა, თეატრში არანაკლებ ემოციური და რომანტიკული, თანაც რეალური სასიყვარულო ისტორიები იწერება, შედეგად კი, როგორც მსახიობები ამბობენ, თეატრი შვილების მოლოდინშია. მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანსა და მის მეუღლეს, ნინო ქორიძეს, სულ რაღაც ორ თვეში შვილი შეეძინებათ. წყვილს ბავშვისთვის სახელი ჯერჯერობით შერჩეული არ აქვს. როგორც თავად ამბობენ, რომ დაიბადება და დავინახავთ, სახელსაც მერე მოვუხდენთო. თეატრის მსახიობი ლაშა რამიშვილი მეორე შვილის მოლოდინშია, მსახიობ დავით ბეშიტაიშვილის ცოლმა კი ორი გოგოს შემდეგ, მესამე ბიჭი გააჩინა.

Ambebi


ნინი შერმადინი და ნოდიკო ტატიშვილი საბერძნეთში გრანდიოზულ კონცერტს გეგმავენმომღერალი ნინი შერმადინი ზაფხულის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიურად ატარებს კონცერტებს საბერძნეთის სხვადასხვა კუნძულზე და დასვენების პერიოდს აქტიურ მუშაობას უხამებს. 26 აგვისტოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კლუბში იგეგმება მისი სოლო საღამო, რისთვისაც მომღერალი უკვე მზად არის. შემოდგომაზე კი მას ნოდიკო ტატიშვილი შეუერთდება. საბერძნეთში მცხოვრებ ქართველთა მოთხოვნით, სადაც ჩვენ საკმაოდ მრავალრიცხოვანი დიასპორა გვყავს, ნოდიკო ნინისთან ერთად, გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. მანამდე კი იგი დასვენებასა და საქმეს დასავლეთ ევროპაში უთავსებს ერთმანეთს. ნოდიკომ უკვე მოიარა ევროპის რამდენიმე ქვეყანა, იმყოფებოდა ნიდერლანდებში, ინგლისში, საფრანგეთში, სულ ცოტა ხანში კი ის, დასთან ერთად, შოტლანდიის მონახულებას აპირებს. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ლონდონში მან კიდევ ერთი სერტიფიკატის აღება მოახერხა და, როგორც გავიგეთ, სექტემბერში ძალიან დიდ პროექტს იწყებს, რომელზეც მომღერალი ხმამაღლა არ საუბრობს. ჯერჯერობით არც ისაა ცნობილი, პროექტი სატელევიზიოა თუ მხოლოდ სცენას უკავშირდება.
როგორ მონაწილეობდა გერმანელი დიზაინერების გვერდით ერთადერთი ქართველი ბერლინის „ფეშენ-ვიქზე“ და რატომ შეისწავლა მან კათოლიკური ეკლესიის სამოსი 
გიორგი ბეჟანიშვილი: უკვე დავამთავრე ჩემი პრაქტიკა, ვმუშაობდი მოდის ავსტრიულ ფირმაში, გავაკეთე კოლექცია. შემდეგ კი წავედი პარიზში და მათ „შოუ-რუმში“ ვმუშაობდი. მერე ბერლინის მოდის კვირეულზე მივიღე მიწვევა. სიმართლე რომ გითხრა, არ ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას, რადგან კოლექციის გასაკეთებლად ძალიან ცოტა დრო მქონდა. მაგრამ, ყველაფერი უცებ მოხდა, არაფერი გადამიხდია, ყველაფერი თვითონ გააკეთეს. სიმართლე რომ გითხრა, ბევრი სიახლე არ მქონია, წინა კოლექციიდან გამოვიყენე ქსოვილები, რადგან შეკვეთის დრო აღარ იყო. უბრალოდ, თემა შევარჩიე ახალი. კოლექციის სათაურია „დღე აღსარებამდე“. რა თქმა უნდა, კოლექციაში ქრისტიანულ რწმენას, მრწამსს არ ვუღრმავდები. უბრალოდ, აქ არის მომენტი, თუ როგორ გადაწყვეტს ადამიანი, რომ მივიდეს აღსარების სათქმელად. სანამ კოლექციას გავაკეთებდი, მანამდე ძალიან დიდი გამოკვლევა ჩავატარე. საშუალება მქონდა, კათოლიკური კოსტიუმი მენახა, ის, რაც აცვიათ ეკლესიის მსახურებს და ამან შთამაგონა შემდეგ სილუეტები. ეს პროპორციები გამოვიყენე. ქსოვილები სისხლისფრად შევღებე, მაგალითად, პალტო ქვემოდან სისხლისფერია და შემდეგ თეთრში გადადის. ასევე, გავაკეთე ძალიან ბევრი მოოქრული, ძვლის აქსესუარი, სამაჯურები. ჩემთვის მხოლოდ კოლექციის გაკეთება, აქსესუარების გარეშე, რთულია. მუშაობისას საკუთარ თავს დავალება მივეცი – თუ მოვახერხებდი სამ კვირაში ახალი კოლექციის გაკეთებას. ბევრი ვიმუშავე და ყველაფერი მოვასწარი. თან, მაშინ არ მქონდა სტუდია, ახლა გავხსენი. მთელი კონსტრუქცია სახლში ავაწყვე, რომ დამეხაზა.

– ვინმე გეხმარებოდა?

– ჩემი პარტნიორი – ფრანცისკა, ვისთან ერთადაც ქალის ხაზზე ვმუშაობთ. კაცის კოლექციასაც უკვე ერთად ვაკეთებთ. დიზაინს, რა თქმა უნდა, მე ვიწყებ, მაგრამ მოზომვები და იდეების გაზიარება ერთად ხდება. მარტო აღარ ვარ და უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვართ. ქალის კოლექციის გაკეთება ძალიან უცნაურად დაიწყო. იყო დრო, როდესაც მე და ჩემი მეგობარი ფრანცისკა ვფიქრობდით იმაზე, როგორ გვეშოვა ფული. ყველაფერი ვცადეთ, ყველგან გაგვეხსნა გზა. ბევრ დახმარებას ვიღებთ სხვადასხვა ფონდებისგან, როგორიცაა: მოდის ბიურო, ქალაქის მერია, სადაც უნდა გავაკეთოთ გამოფენა. ერთად მივიღეთ ქალაქის სტიპენდია. როდესაც ადამიანი სკოლას ამთავრებს, მან უნდა დაიწყოს რაღაცის კეთება დამოუკიდებლად. შეუძლია, შეიტანოს თავის პორტფოლიო. ხუთი კაცი იღებს ქალაქის მერისგან სტიპენდიას მოდის დარგში. მე და ფრანცისკამ ერთად შევიტანეთ პორტფოლიო და ავიღეთ სტიპენდია – საკმაოდ კარგი თანხა. ნოემბერში ქალაქ გრანდში იქნება ძალიან დიდი გამოფენა. ამ კოლექციაში იმდენი რამ დევს, მისი გაკომერციულება ძალიან ადვილი იქნება. გრანდში, დიდ მაღაზიაში, რომელიც საგამოფენო დარბაზს ჰგავს, გაიმართება კოლექციის პრეზენტაცია. მაღაზიის მეპატრონემ გვითხრა, არ იქნება ცუდი, თუ კომერციულ ხაზსაც გააკეთებთო, მაგრამ რამდენად მოესწრება, არ ვიცი. ძალიან გვინდა, ეს კოლექცია ლონდონში წავიღოთ და მისი პრეზენტაცია იქ მოხდეს. იმედია, შევძლებთ.

– როგორ აღმოჩნდი ბერლინის მოდის კვირეულზე?

– არსებობს სააგენტო, რომელიც ეძებს დიზაინერებს. მომწერეს, თუ მქონდა სურვილი, მოდის კვირეულში მიმეღო მონაწილეობა. ერთადერთი დიზაინერი ვიყავი სხვა ქვეყნიდან, რადგან ძირითადად გერმანელი დიზაინერები მონაწილეობდნენ. ვენიდან კი ვიყავი, მაგრამ ქართველი რომ ვარ, ეს არასდროს მავიწყდება. გამოცდილების თვალსაზრისით, ძალიან კარგი იყო ამ შოუში მონაწილეობა. თან, ეს ჩემი პირველი დამოუკიდებელი შოუ გახლდათ. ქართული მუსიკაც გამოვიყენე, რომელიც ძალიან მოუხდა ჩვენებას. არ მინახავს შოუ, „ბექსთეიჯში“ ვიყავი. ხმა რომ მესმოდა, ბიჭები გადიოდნენ, მაჟრიალებდა. სხვათა შორის, ვიღაც ქალი მომვარდა ჩვენების შემდეგ, აცახცახებული და მადლობას მიხდიდა.

– სწორად აღიქვეს ის, რაც შენს კოლექციაში ჩადე?

– ბერლინისა და საერთოდ, გერმანული მოდის ესთეტიკა ჩემთვის ძალიან რთულია. მიმაჩნია, რომ დიდი ხანია ამ ქვეყანამ დაკარგა მოდაში ესთეტიკური მომენტი. ის, რაც იქ ვნახე, ჩემგან ძალიან შორს არის. ამიტომაც, ბევრმა შეიძლება, ვერ გაიგო ჩემი კოლექციის არსი, მაგრამ ეს ჩემთვის მაინც „ოქეია“. მასში იმდენი ინფორმაცია იყო ჩადებული, რომ ჩემი კოლექცია ერთბაშად ბევრი აღმოჩნდა მათთვის. როდესაც ბერლინში ჩადიხარ, იგრძნობა ახლად დაბადებული მოდის ტენდენციები, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი დრო სჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ბერლინის მოდის კვირეულზე საკუთარი თავის დამკვიდრება მინდოდა. მე არ წავსულვარ იქ იმიტომ, რომ ჩემი კოლექცია გამეყიდა, დავმკვიდრებულიყავი. უბრალოდ, მინდოდა, მოდის კვირეულზე მომეწყო გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის პრეზენტაცია და საკუთარი თავიც გამომეცადა – შევძლებდი თუ არა ასე მცირე დროში კოლექციის შექმნას. მინდა, სკოლის დამთავრების შემდეგ კოლექცია ვაჩვენო პარიზში, ვფიქრობ, იქ ყველაზე კარგად მიიღებენ ამას. პარიზი და ლონდონი ეს ორი ქალაქია, სადაც საკუთარ თავს ვხედავ და ასევე, ნიუ-იორკშიც.

– როგორ აღმოჩნდი მალიორკაზე?

– არსებობს ფეხსაცმლის ძალიან ცნობილი ესპანური კომპანია „კამპერი“, რომელსაც მასობრივი წარმოება აქვს მალიორკაზე. ეს კომპანია დღემდე ოჯახს ეკუთვნის და დიდი მაღაზიები აქვს მთელ მსოფლიოში. მათთან თანამშრომლობენ ცნობილი დიზაინერები. კომპანია მალიორკაზე, ვილაში – მთავარ სააგენტოში აწყობს „ვორქ შოპებს“, სადაც მთელი მსოფლიოდან 8 დიზაინერს არჩევენ და ისინი აკეთებენ ფეხსაცმელს ამ კომპანიისთვის. ჩემზე ინფორმაცია ჰქონდათ ჩემი ყოფილი პროფესორისგან, ბელგიელი დიზაინერისგან, ვერონიკ ბრანქინოსგან, რომელიც მათთან მუშაობს. როდესაც მომწერეს, მინდოდა თუ არა მონაწილეობა „ვორქ შოპში“, იქ ჩემი პორტფოლიო გავაგზავნე და რამდენიმე დღეში მომივიდა პასუხი – მალიორკაზე მიწვევდნენ. 8 დღე ვიყავი სამოთხეში. პირობები, რაც ჩვენ ამ კომპანიამ შეგვიქმნა, მართლაც იშვიათია. თვითონ სოფელია გასაოცარი. დგას უზარმაზარი ვილა და იქ ვმუშაობდით. გვერდით კი იყო სასტუმრო, სადაც დაგვაბინავეს. სულ მოდის სამი დიზაინერი ვიყავით, დანარჩენები ფეხსაცმლის დიზაინერები იყვნენ, ერთი პროდუქტის და ორი მხატვარი კონცეპტუალისტი. ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღეთ – როგორ უნდა დამუშავდეს ტყავი, როგორ უნდა იმუშაო ფეხსაცმელზე. ჩამოიყვანეს ადამიანები, რომლებიც ცნობილ კომპანიებში მუშაობენ. ისინი გვასწავლიდნენ ყველაფერს და ბოლოს თვითონ გავაკეთეთ ფეხსაცმელი. ვიჯექი და ვაჭედებდი, ფეხები სულ დალურჯებული მქონდა. რომ დადგეს მომენტი – შევძლებ და ფეხსაცმელს გავაკეთებ, იმიტომ რომ ყველა დეტალი ვიცი. ძალიან ბევრი ცნობილი დიზაინერი იყო ჩამოსული – ავეჯის, ფეხსაცმლის და პრეზენტაციას აწყობდნენ, თავის ამბებს გვიყვებოდნენ, ისტორიებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მუშაობდნენ ამ კომპანიასთან. ოქტომბრის ბოლოს ბარსელონაში გამოვა წიგნი. მას უშვებს გამომცემლობა, რომელიც სხვადასხვა დარგებზე მუშაობს, ერთ-ერთია მოდა. მეც მოვხვდი ამ წიგნში და მასში შევა არა მხოლოდ მამაკაცის, არამედ ქალის სამოსის კოლექციაც.

– რა ბედი ეწია შენს შეკერილ ფეხსაცმელს, თუ გაიყიდა?

– ბოლოს გვქონდა გამოფენა. ერთი – ტყავის სანდალის თარგი და მეორე მამაკაცის კლასიკური ფეხსაცმელი გავაკეთე. კარგი გამოვიდა. ეს კომპანია გამოსცემს წიგნს და „ვორქ შოპის“ მთელი პროცესი დიზაინერების შეკრებაზე განიხილება. ზოგის ფეხსაცმელი ჩაიდება პროდუქციაში, ზოგისას კი რაღაც ელემენტს გამოიყენებენ. ჩვენ უკვე მოვაწერეთ კონტრაქტს ხელი და გამიხარდება, თუ ჩემი ნამუშევრიდან რაიმე შევა მასში.

ყოველ წელს ვენაში იმართება მოდის ფესტივალი, რომელსაც თან ახლავს სხვადასხვა ღონისძიება-ჩვენებები. როდესაც ფესტივალი იწყებოდა, დამირეკეს და მკითხეს, თუ მქონდა სურვილი, ჩანთაზე გამეკეთებინა პრინტი. გამიხარდა, ვიფიქრე, ჩემი ჩანთებით ივლის მთელი ვენა-მეთქი. გავაკეთე ჩანთის ესკიზი, მაგრამ არ მიფიქრია, რომ ზემოდან ჩემი სახელი დამეწერა, ზედმეტად მივიჩნიე. მათ კი მითხრეს, სახელიც უნდა ჰქონოდა ზემოდანო. ამ ჩანთებით დაურიგეს მთელი მასალები მოწვეულ სტუმრებს, ანუ ამ ჩანთაში იდო მასალები და მოხდა ჩემი სახელის პრეზენტაცია, რადგან ყველა ინსტინქტურად დახედავდა მას. თავიდან რომ დამირეკეს, ძალიან გამიკვირდა, თან ფულიც გადამიხადეს. ეს ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო. სხვათა შორის, როდესაც მალიორკიდან ჩამოვფრინდი და აეროპორტიდან მოვდიოდი, დავინახე გოგონა, რომელიც ამ ჩანთით მიდიოდა. თავიდან თვალებს არ ვუჯერებდი. ჩვეულებრივი ჩანთებია, რომლებზეც დააპრინტეს ჩემი კოლაჟი, ახლა უკვე ლოგოს სახეს იღებს. სხვათა შორის, ძალიან ცნობილმა ვებ-დიზაინერმა მომწერა – მომწონს ის, რასაც აკეთებ და სიამოვნებით შევქმნი შენს ვებსაიტსო. სექტემბრიდან დავიწყებ მუშაობას. მინდა, ძალიან განსხვავებული, სპეციფიკური საიტი გავაკეთო და ალბათ, ეს ლოგო გახსნის მას.