пятница, 13 января 2012 г.


                                    საიდუმლო ფერები 

ფერით მხოლოდ სილამაზე და ემოცია არ გადმოიცემა, იგი ზოგჯერ გარკევული ინფორმაციის მატარებელია. ხელოვნების ნიმუშები ხშირად ფერს სიმბოლური მნიშვნელობითაც იყენებენ.

ქრისტიანულ ხელოვნებაში ფერების სიმბოლიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. ფერების განმარტება ქრისტიანული თვალსაზრისით შემდეგნაირად ხდება.
ოქროსფერი : - განსაკუთრებული ფერია. მას არ გააჩნია საპირისპირო ფერი. იგი ღმერთის სიმბოლოა. ოქროსფერით გამოატავდნენ შარავანდედს, როგორც ღვთისკურთხეულობის ნიშანს.
საიდუმლო ფერები

თეთრი სიკეთის სიმბოლოა. იგი მოიცავს ყველა ფერს ერთად, ამიტომაც იგი არსებობას გამოხატავს, ქრისტიანული რელიგიის თანახმად, არსებობა სიკეთეს გააჩნია.

შავი პირიქით ნიშნავს არცერთს ფერს, ანუ არაფერს, არ არსებობას, ამიტომ იგი სიბოროტის ნიშნად ითვლება. ქრისტიანი მხატვრები ხატებსა და ფრესკებში სუფთა შავი ფერის გამოყენებას ერიდებოდნენ. საინტერესოა ფერთა გამის სიმბოლიკაწითლიდან ღვინისფრამდე და ცისფრიდან ლურჯამდე.
საიდუმლო ფერები

წითლიდან ღვინისფრამდე ადამიანურობას, ამქვეყნიურობას, გამოხატავს, ხოლო ცისფრიდან ლურჯამდე ზეციურს, სულიერს აღნიშნავს.
ქრისტეს და წმინდა მარიამის სამოსი ხშირად ამ ფერით არის გადმოცემული. ამით ხდება გადმოცემა ორბუნებრივობაზე: ღვთიურსა და ადამიანურზე.
საიდუმლო ფერები

თანამედროვე ცცხოვრებაში ფერით გარკვეული ინფორმაციის მიღება შეიძლება. ყველა ქვეყანას აქვს თავისი სახელმწიფო დროშა. ფერების შერჩევა დროშაზე გარკევული მოსაზრებით ხდება. 
საიდუმლო ფერები

მიღებულია დროშის ფერების სიმბოლური მნიშვნელობა : თეთრი სიწმინდეს და სიბრძნეს ნიშნავს, წითელი - სიმამაცეს, ვაჭკაცობას, სამართლიანობას, ლურჯი - დიდებას, პატიოსნებას, ხოლო შავი - ურყეობასა და სიმტკიცეს. 
საიდუმლო ფერები

დროშის ფერებით ამა თუ იმ ქვეყანაზე ინფორმაციის გაგება ძალიან მარტივად შეგვიძლია, დროშაზე შეიძლება სიმბოლურად იყოს მინიშნებული ქვეყნის მთავარი იდეები, რელიგიური მრწამსი, ძირითადი ისტორიული მოვლენები. 
საიდუმლო ფერები

четверг, 24 ноября 2011 г.

,,წარსული მუდამ წინ გველოდება"

,,აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა"...უთქვამს დიდ ბრძენს, მართლაც ასეა. ახლანდელი– წარსულისაგან მივღეთ, ჩვენვე შევწმენით, რომელიც აუცილებლად წარმოქმნის მომავალს, რომელიც იქნება ნაყოფი ჩვენს მიერ განვლილი გზისა. უნდა განვსაჯოთ თუ რას გავაკეთებთ, უნდა განვსაზღვღოთ ჩვენი ყოველი გადადგმული ნაბიჯი და გავიაზროთ რა მოსდევს ამა თუ იმ ქმედებას, რადგან შემდეგ სანანებელი არ გაგვიხდეს ჩვენივე გადადგმული ნაბიჯი, ხშირად ჩვენი წინდაუხედაობით ბევრ შეცდომას ვუშვებთ , თუმცა ეს კარგი გაკვეთილია მომავლისათვის, რათა დაშვებული შეცდომები კიდევ ერთხელ არ გავიმეოროთ. მე სრულიად ვეთანხმები ამ გამონათქვამს, რომ წარსული მუდამ წინ გველოდება...წარსული აუცილებლად დაგვხვდება წინ, რომელიც დაგეხმარება უკეთესად გაიკვალო გზა მომავლისაკენ..

суббота, 19 ноября 2011 г.

♥♥♥

                                                 ჩამოცვენილი ფოთლების სევდა
           
მათაც სტკივათ, ისინიც განიცდიან. რა?–არა აქ გრამატიკული წესები უნდა დავარღვიო, ვის?–ფოთლებს უჭირთ იმ  ტკივილის გადმოცემა, რასაც გრძნობენ–თუმცა ხვდებიან, რომ აღარავის სჭიდებათ, აღარავის აინტერესებს მათი ბედი. იციან, რომ ასრე თუ გვიან ვიღაც უხალისოდ, უნუგეშოდ აიღებს ხელში, მოკუჭავს, დაჭმუჭნის, სამუდამოდ დაწვავს, მოიშორებს. შემდეგ კი... ვინ იცის რა იქნება შემდეგ....
    ...სტკივათ ყოველი ამონასუნთქი, ყოველი გაელვება, სტკივათ უსაზღვროდ, უკიდეგანოდ, სტკივათ წამი, რომელიც აუცილებლად დადგენა, აუცილებლად დაასრულებენ სიცოცხლეს... ვეღარ იხილავენ მზის სხივს, ვეღარ მოუსმენენ ჩიტების გამაბრუებელ, დამატკბობელ ჭიკჭიკს...რატომ?–პასუხი ვინ იცის..შეუბრალებელია სამყარო, ვერ განსაზღვრავს თავის ქმედებას, რომელსაც ყოველ წუთას ეწირება ჩამოგდებული ფოთოლი, უარყოფილი სიცოცხლე, ბუნებას შეკედლებული და აქაც მარტოდშთენილი...
      თითქოს მხატვარს ყვითელი ფერი აღარ დარჩენია პალიტრაზე, რომ გადმოგვცეს ჩამოცვენილი ფოთლების სევდა..
     დუმს ყველაფერი, საოცარი და სულისშემძვრელი დუმილით ავსებულა შემოდგომა !!!
                                                        თაობათა ურთიერთობა


    მოზარდებსა და მშობლებს შორის ურთიერთობა ყველა თაობის პრობლემაა. ხშირია შემთხვევები, როცა უფროსებს არ ესმით ბავშვების, მათი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა. 
    დღესდღობით ეს საკითხი განსაკუთრებით პოპულარულია. ახლანდელ თაობას აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები და მისწრაფვებები აქვს, რაშიც ხშირად მშობლები არ ეთანხმებიან, ეს იწვევს მათ შორის დაპირისპირებას.
    ახლანდელი მოზარდების უმეტესობა ამა თუ იმ საკითხში მშობლის აზრს არ ითვალისწინებს. ჩემი აზრით, ეს მდგომარეობა სავალალოა და გამოსავლის პოვნა გაგვიჭირდება.
    არსებობენ მოზარდები. რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ. ამის მიზეზი ის არის, რომ უფროსები ხშირად არ უღრმავდებიან ბავშვის სულიერ სამყაროს, არ ეპყრობიან მას მეგობრულად, არ სცემენ პატივს მათ მოსაზრებას, რასაც ხშირად ბავშვის შინაგანი, ჩუმი პროტესტი მოჰყვება ხოლმე...
   სხვისი სიყვარული სხვისი ინტერესებით ცხოვრებას ნიშნავს, თუმცა ზოგჯერ შიძლება შვილის ინტერესები არ იყოს ჭეშმარიტი, მაგრამ სიყვარულით უნდა შევამეცნებინოთ ბავშვს სიმართლე და არა უაზრო მორალის კითხვითა და ძალის დემონსტრირებით. მე მგონია, რომ ჩვენში ეს პრობლემა ისევ აქტიურად დგას. მშობელთა ერთი ნაწილი სწორედაც, რომ ძალის დემონსტრირებას აკეთებს, ხოლო მეორეს შვილების დაკარგვისა ეშინია და მათ შეცდომებზე თვალებს ხუჭავს, ეს ორივე გზა დამღუპველია...საინტერესოა, როდის ვიპოვით მესამე, უფრო ორიგინალურსა და საინტერესო გზას? !...

пятница, 18 ноября 2011 г.

რა არის ბედნიერება ? !

      რა არის ბედნიერება?–ძნელია უცებ უპასუხო... ეს არის მწვერვალი, რომლის სათავესთან, ან მივაღწევთ ან ვერა.. მაგრამ სანამ ამ სიმაღლემდე მივაღწევდეთ, გარკვეული სირთულეების გადალახვა მოგვიწევს..
    ბედნიერება ვიღაცისთვის შეიძლება მატერიალური სიმდიდრეა, ლამაზი სახლი ან თანამედროვე ტელეფონი. ჩემი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები ვერ მიგვიყვანენ ამ მწვერვალამდე, ვერ გვაპოვნინებენ სრულფასოვან სიმშვიდეს. მთავარია გვჯეროდეს ბედნიერების და გვწამდეს მომავლის. ამქვეყნად  უმთავრესია იპოვო საკუთარი ადგილი საზოგადოებაში, გქონდეს პირადი პოზიცია, ეს ყველაფერი კი დაგეხმარება სულიერი თავისუფლების პოვნაში....
   ...და მაინც, რა არის ბედნიერება?!–ეს არის საკუთარ თავზე გამარჯვება, სულიერი სამყაროს სწორად დანახვა და ძალა, რომელიც უფლამდე მისასვლელ გზას გვაპოვნინებს !..
  

,,ფურთხის ღირსი ხარ, შენ–საქართველოვ" !..

      დღევანდელ საქართველოზე გიამბობთ..  დიდ მწუხარებას გამოვთქვამ არსებულ რეალობაზე, მტკივა დაკარგული ქართული შნო, ლაზათი... მტკივა დაცარიელებული კერა, მტკივა გაყეყეჩებული ქართველი ერი, რომელსაც იმის უნარიც კი აღარ შერჩენია პატიოსანი შრომით იცხოვროს. რატომღაც ქართველებს გვესირცხვილება პურის საკუთარი შრომით, ოფლით მოპოვება. ამიტომაც დუმს პაპისეული კერა, დღეს ჩვენი წინაპრების ამაგი გვესირცხვილება, სამარცხვინოდ მიგვაჩნია მიწის დამუშავება, ქუჩაში დგომა, ლუკმა–პურისთვის ოფლის დაღვრა... რატომ?–იმიტომ, რომ ქართველები ვართ. რატომღაც ის ადამიანები, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და მხოლოდ ისღა დარჩენიათ, სხვისი ქუჩები ხვეტონ და მიწა დაამუშავონ, ამას თავიანთ ქვეყანაში სიკვდილს ამჯობინებენ, თვლიან, რომ ეს სირცხვილია, ფიქრობენ რომ ასე მეგობრების თვალში თავს იმცირებენ, დასაცინი ხდებიან.
     აი, ეს არის სულიერად გაჩანაგებული ერი, აი, სწორედ ეს გვტკივა დღეს, აი, ამიტომ ჩაგვაფურთხეს სულში, ამიტომ ვერ ვიშუშებტ ჭრილობას. თუ მაინცა და მაინც, მხოლოდ იმ მიზნით ვცხოვრობთ, რომ სხვას მივბაძოთ და ასე ვეცდებით განვითარებას, იმას რატომ აღარ ვფიქრობთ, რომ საზღვარგარეთ მხოლოდ შრომით ირჩენენ თავს, მათ ხომ არანაირი შრომა არ ეთაკილებათ, ჩვენსავით სირცხვილად არ მიიჩნევენ საქონლის მოვლას, მიწის დამუშავებას... სულ ახლახანს, ერთ ,,შემზარავ" ფაქტს შევესწარი. ჩვენი ქართველი, თანამოძმე მშიერი, ნაგვის ბუნკერში იქექებოდა, გაოცებული უცხოელი სტუმრები კი ამ ყველაფერს დასცინოდნენ და ვიდეო–კამერით იღებდნენ...შეძრწუნებული გავეცალე იქაურობას, გულში სირცხვილის მწარე გამოძახილი ჩამეღვარა... 
    სწორედ ეს არის ჩვენი დამარცხება, ყველაფერს ვიკადრებთ, ოღონდ ვინმეს თვალში არ დავმცირდეთ, ამას არ სჯობს?–ვიმუშავოთ, ოფლი დავღვაროთ. მერე ხომ არ მოგვიწევს სანაგვეში ქექვა...
    ქართველმა ერმა თითქმის უკვე დაკარგა თავმოყვარეობა, უგუნური ხალხი სოფლებს ცლის და ქალაქში მოდის საცოხვრებლად, ფიქრობს, რომ რამე გამოუვათ, მაგრამ !... ეჰ, ჩვენ დავივიწყეთ უფალი, უარვყავით ქრისტიანული მოძღვრება, რომელიც ლუკმაპურის საკუთარი გარჯით მოპოვებას ქადაგებს, უნდა ვიცხოვროთ რეალობით და თავად შვქმნათ საკუთარი მომავალი. დღეს ქართველი ერი ვერ აცნობიერებს ამ ყოველივეს, ამიტომ სტკივა ,,ახდილ ზარს", ,,კარებმოხსნილ საყდარს" ...
   მოკვდა სოფელი, წუთი–სოფელი..მიწამ შთანთქა მამა–პაპის ნაცოდვილარი, დაგვავიწყდა წარსული.... იქნებ დავფიქრდეთ კიდე აწი, თორემ გვიან იქნება ხვალ, რადგან დავივიწყეთ გუშინ... ,,ყოველთვის გვახსოვდეს ვისი გორისანი ვართ"... 
   და კიდევ ყოველი წამი, უკვე წარსულია და თუ მისი გამოყენება ვერ შეძელი, ესე იგი, არც გიცხოვრია ! ...

четверг, 17 ноября 2011 г.


გასახალისებლად:


მეგობარი, რომელთაც ერთმანეთი 30 წელი იყო არ ენახათ, შეხვდნენ ერთმანეთს ფართიზე, რამდენიმე ჭიქაც გადაკრეს და შემდეგ ოთახში გავიდნენ სალაპარაკოდ.
ერთმა მეგობარმა თქვა: ,,ჩემი ბიჭი მამას სიხარული და სიამაყეა. მუშაობა დაიწყო ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში, სწავლობს ბიზნესსა და ადმინისტრირებას, სამუშაოზე ნელ-ნელა მოწინავე პოზიციებზე ინაცვლებდა და ახლა უკვე კომპანიის პრეზიდენტია. ისეთი მდიდარი გახდა, რომ... დაბადების დღეზე თავის მეგობარს ბოლო მოდელის მერსედესი აჩუქა. ”
მეორე მეგობარმა თქვა: ,,ძალიან კარგი. ჩემი ბიჭიც მამას სიხარული და სიამაყეა. მუშაობა ავიაკომპანიაში დაიწყო, შემდეგ პილოტობა მოისურვა და სწავლაც დაიწყო. ამასთანავე კომპანიის პარტნიორიც გახდა და აქტივების უმრავლესობას ფლობს. ისეთი მდიდარია, რომ თავის მეგობარს დაბადების დღეზე რეაქტიული საჰაერო ხომალდი აჩუქა. ”
მესამე მეგობარმა თქვა: ,,ჩემი ბიჭიც მამას სიამაყე და სიხარულია. საუკეთესო უნივერსიტეტში ჩააბარა და ინჟინერი გახდა. შემდეგ საკუთარი სამშენებლო კომპანია დააარსა და მულტიმილიონერი შეიქნა. ამის წინ თავის მეგობარს 30,000 კვადრატული მეტრის სახლი აჩუქა დაბადების დღეზე. ”


სამი მეგობარი ერთმანეთს გადაეხვია და ულოცავდნენ გახარებულები, რომ ასეთი წარმატებული და კარგი ბიჭები ჰყავდათ. მეოთხე მეგობარი შემოტრიალდა და ჰკითხა: ,,ვისთვისაა განკუთვნილი ახლა ეს მილოცვები?”
ერთ-ერთმა უპასუხა: ,,ჩვენ გვიხარია ასეთი კარგი შვილები რომ გვყავს, შენ ბიჭზე რას გვეტყვი?”
მეოთხემ უპასუხა: ,,ჩემი ბიჭი გეია და სტრიპტიზ ბარში მუშაობს სტრიპტიზიორად”.


სამი მეგობარი აღშფოთდა და ერთხმად ჩაილაპარაკეს: ,,რა სირცხვილია.. რა იმედგაცრუებაა..”
მეოთხემ კი თქვა: ,,არა, მე არ მრცხვენია, ის ჩემი შვილია და მიყვარს. ამასთანავე არც ისე ცუდი ბიჭია, მისი დაბადების დღე 2 კვირის წინ იყო და საჩუქრად 30000 კვადრატული მეტრის სახლი, საჰაერო ხომალდი და ბოლო მოდელის მერსედესი მიიღო, ეს ყველაფერი მისმა სამმა ბოიფრენდმა აჩუქა :)))