воскресенье, 15 апреля 2012 г.


    ქრისტე აღსდგა - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული 

აღდგომა - უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ახალი სტილით 4 აპრილსა და
8 მაისს შორის ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით. აღდგომას უძღვის 40–დღიანი მარხვა,
საეკლესიო სამზადისი, აღსარება და ზიარება, ვნების კვირა. ესაა ზეიმთა ზეიმი, აღმნიშვნელი მესიის
მოვლინებისა. ქრისტეს წამებიდან და მისი ხორციელი გარდაცვალებიდან მესამე დღეს ის ამაღლდა,
განკაცდა და თავს იდო ჩვენი, კაცობრიობის ცოდვები.
ქრისტე აღსდგა - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წინ უძღოდა ვნების კვირა. შვიდივე დღე გამოირჩევა
თავისი მნიშვნელობით:

დიდი ორშაბათი – როცა იესომ დაწყევლა უნაყოფო ლეღვი;
დიდი სამშაბათი – როცა იესომ ტაძარში ახალი მოძღვრება იქადაგა;
დიდი ოთხშაბათი – როცა მოწაფეებმა იესოს სერობა მოუწყვეს;
დიდი ხუთშაბათი – როცა იესომ თვითონ გაუმართა მოციქულებს
სერობა, ამხილა იუდა და დაადგინა ზიარების საიდუმლო;
დიდი პარასკევი – როცა იესო აწამეს და ჯვარს აცვეს;
დიდი შაბათი – როცა იესო დაკრძალეს.


აღდგომის დღესასწაულთანაა დაკავშირებული წითელი კვერცხი, ტკბილი პური ანუ პასკა და ჯეჯილი.
საიდან მოდის წითელი კვერცხის ტრადიცია და რატომ უნდა იყოს სააღდგომო კვერცხი წითელი ფერის?

წითელი კვერცხი

არის გადმოცემა, რომ ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი. წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა:„ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომკვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

საერთოდ, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი სიცოცხლე მოგვანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

აღდგომის მნიშვნელობა:

თავისი სიძლიერით ამ დღეს ვერ შეედრება მიწიერი კეთილდღეობით გამოწვეული ვერცერთი განცდა. ამ
იდუმალ ღამეს, როგორც არასდროს, ჩვენი სული თბება რწმენით, სასოებითა და სიყვარულით;
უფალი მოდის თითოეულ ჩვენგანთან და გვეუბნება: „ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ“ (ლუკა 8,50).
ქრისტე აღსდგა - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული

სააღდგომო საგალობლები:

'შენ უბიწო'



'ქრისტე აღსდგა მკვდრეთით'



ქრისტე აღსდგა
 

суббота, 4 февраля 2012 г.



სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს


არსებობს კია ისეთი სკოლა სადაც ბავშვები დიდი სიამოვნებით ივლიდნენ? - დიახ. კომპანია Rosan Bosch-ის არქიტექტორებმა დააპროექტეს 30 სკოლა, რომელიც მიეკუთვნება ორგანიზაცია Vittra-ს და სადაც ნებისმიერ ბავშვს თავისუფლად შეუძლია განათლების მიღება.
შენობის ინტერიერი გამოირჩევა თანამედროვე და უნიკალური დიზაინით. აქ არ არის კედლები, შესაბამისად არც კლასები.Vittra-ს სწავლების სისტემა დაფუძნებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ამიტომ კომპიუტერი სკოლის მთავარი ატრიბუტია. აქ არ არის სტანდარტული მერხები, თუმცა თითოეულ ბავშვს აქვს პირადი ნოუთბუქი. ბავშვები იყოფიან ჯგუფებად და უტარდებათ სხვადასხვა ტრენინგები - ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ პროგრამებისა, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ ყურადღებას თითოეულ ბავშვზე.


ეს სკოლა მდებარეობს შვედეთის დედაქალაქ სტოქჰოლმში, რომლის ფართობიც მოიცავს 1900 კვ.მ.
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
სკოლა, რომელზეც ნებისმიერი ბავშვი ოცნებობს
 

пятница, 13 января 2012 г.


                                    საიდუმლო ფერები 

ფერით მხოლოდ სილამაზე და ემოცია არ გადმოიცემა, იგი ზოგჯერ გარკევული ინფორმაციის მატარებელია. ხელოვნების ნიმუშები ხშირად ფერს სიმბოლური მნიშვნელობითაც იყენებენ.

ქრისტიანულ ხელოვნებაში ფერების სიმბოლიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. ფერების განმარტება ქრისტიანული თვალსაზრისით შემდეგნაირად ხდება.
ოქროსფერი : - განსაკუთრებული ფერია. მას არ გააჩნია საპირისპირო ფერი. იგი ღმერთის სიმბოლოა. ოქროსფერით გამოატავდნენ შარავანდედს, როგორც ღვთისკურთხეულობის ნიშანს.
საიდუმლო ფერები

თეთრი სიკეთის სიმბოლოა. იგი მოიცავს ყველა ფერს ერთად, ამიტომაც იგი არსებობას გამოხატავს, ქრისტიანული რელიგიის თანახმად, არსებობა სიკეთეს გააჩნია.

შავი პირიქით ნიშნავს არცერთს ფერს, ანუ არაფერს, არ არსებობას, ამიტომ იგი სიბოროტის ნიშნად ითვლება. ქრისტიანი მხატვრები ხატებსა და ფრესკებში სუფთა შავი ფერის გამოყენებას ერიდებოდნენ. საინტერესოა ფერთა გამის სიმბოლიკაწითლიდან ღვინისფრამდე და ცისფრიდან ლურჯამდე.
საიდუმლო ფერები

წითლიდან ღვინისფრამდე ადამიანურობას, ამქვეყნიურობას, გამოხატავს, ხოლო ცისფრიდან ლურჯამდე ზეციურს, სულიერს აღნიშნავს.
ქრისტეს და წმინდა მარიამის სამოსი ხშირად ამ ფერით არის გადმოცემული. ამით ხდება გადმოცემა ორბუნებრივობაზე: ღვთიურსა და ადამიანურზე.
საიდუმლო ფერები

თანამედროვე ცცხოვრებაში ფერით გარკვეული ინფორმაციის მიღება შეიძლება. ყველა ქვეყანას აქვს თავისი სახელმწიფო დროშა. ფერების შერჩევა დროშაზე გარკევული მოსაზრებით ხდება. 
საიდუმლო ფერები

მიღებულია დროშის ფერების სიმბოლური მნიშვნელობა : თეთრი სიწმინდეს და სიბრძნეს ნიშნავს, წითელი - სიმამაცეს, ვაჭკაცობას, სამართლიანობას, ლურჯი - დიდებას, პატიოსნებას, ხოლო შავი - ურყეობასა და სიმტკიცეს. 
საიდუმლო ფერები

დროშის ფერებით ამა თუ იმ ქვეყანაზე ინფორმაციის გაგება ძალიან მარტივად შეგვიძლია, დროშაზე შეიძლება სიმბოლურად იყოს მინიშნებული ქვეყნის მთავარი იდეები, რელიგიური მრწამსი, ძირითადი ისტორიული მოვლენები. 
საიდუმლო ფერები

четверг, 24 ноября 2011 г.

,,წარსული მუდამ წინ გველოდება"

,,აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა"...უთქვამს დიდ ბრძენს, მართლაც ასეა. ახლანდელი– წარსულისაგან მივღეთ, ჩვენვე შევწმენით, რომელიც აუცილებლად წარმოქმნის მომავალს, რომელიც იქნება ნაყოფი ჩვენს მიერ განვლილი გზისა. უნდა განვსაჯოთ თუ რას გავაკეთებთ, უნდა განვსაზღვღოთ ჩვენი ყოველი გადადგმული ნაბიჯი და გავიაზროთ რა მოსდევს ამა თუ იმ ქმედებას, რადგან შემდეგ სანანებელი არ გაგვიხდეს ჩვენივე გადადგმული ნაბიჯი, ხშირად ჩვენი წინდაუხედაობით ბევრ შეცდომას ვუშვებთ , თუმცა ეს კარგი გაკვეთილია მომავლისათვის, რათა დაშვებული შეცდომები კიდევ ერთხელ არ გავიმეოროთ. მე სრულიად ვეთანხმები ამ გამონათქვამს, რომ წარსული მუდამ წინ გველოდება...წარსული აუცილებლად დაგვხვდება წინ, რომელიც დაგეხმარება უკეთესად გაიკვალო გზა მომავლისაკენ..

суббота, 19 ноября 2011 г.

♥♥♥

                                                 ჩამოცვენილი ფოთლების სევდა
           
მათაც სტკივათ, ისინიც განიცდიან. რა?–არა აქ გრამატიკული წესები უნდა დავარღვიო, ვის?–ფოთლებს უჭირთ იმ  ტკივილის გადმოცემა, რასაც გრძნობენ–თუმცა ხვდებიან, რომ აღარავის სჭიდებათ, აღარავის აინტერესებს მათი ბედი. იციან, რომ ასრე თუ გვიან ვიღაც უხალისოდ, უნუგეშოდ აიღებს ხელში, მოკუჭავს, დაჭმუჭნის, სამუდამოდ დაწვავს, მოიშორებს. შემდეგ კი... ვინ იცის რა იქნება შემდეგ....
    ...სტკივათ ყოველი ამონასუნთქი, ყოველი გაელვება, სტკივათ უსაზღვროდ, უკიდეგანოდ, სტკივათ წამი, რომელიც აუცილებლად დადგენა, აუცილებლად დაასრულებენ სიცოცხლეს... ვეღარ იხილავენ მზის სხივს, ვეღარ მოუსმენენ ჩიტების გამაბრუებელ, დამატკბობელ ჭიკჭიკს...რატომ?–პასუხი ვინ იცის..შეუბრალებელია სამყარო, ვერ განსაზღვრავს თავის ქმედებას, რომელსაც ყოველ წუთას ეწირება ჩამოგდებული ფოთოლი, უარყოფილი სიცოცხლე, ბუნებას შეკედლებული და აქაც მარტოდშთენილი...
      თითქოს მხატვარს ყვითელი ფერი აღარ დარჩენია პალიტრაზე, რომ გადმოგვცეს ჩამოცვენილი ფოთლების სევდა..
     დუმს ყველაფერი, საოცარი და სულისშემძვრელი დუმილით ავსებულა შემოდგომა !!!
                                                        თაობათა ურთიერთობა


    მოზარდებსა და მშობლებს შორის ურთიერთობა ყველა თაობის პრობლემაა. ხშირია შემთხვევები, როცა უფროსებს არ ესმით ბავშვების, მათი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა. 
    დღესდღობით ეს საკითხი განსაკუთრებით პოპულარულია. ახლანდელ თაობას აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები და მისწრაფვებები აქვს, რაშიც ხშირად მშობლები არ ეთანხმებიან, ეს იწვევს მათ შორის დაპირისპირებას.
    ახლანდელი მოზარდების უმეტესობა ამა თუ იმ საკითხში მშობლის აზრს არ ითვალისწინებს. ჩემი აზრით, ეს მდგომარეობა სავალალოა და გამოსავლის პოვნა გაგვიჭირდება.
    არსებობენ მოზარდები. რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ. ამის მიზეზი ის არის, რომ უფროსები ხშირად არ უღრმავდებიან ბავშვის სულიერ სამყაროს, არ ეპყრობიან მას მეგობრულად, არ სცემენ პატივს მათ მოსაზრებას, რასაც ხშირად ბავშვის შინაგანი, ჩუმი პროტესტი მოჰყვება ხოლმე...
   სხვისი სიყვარული სხვისი ინტერესებით ცხოვრებას ნიშნავს, თუმცა ზოგჯერ შიძლება შვილის ინტერესები არ იყოს ჭეშმარიტი, მაგრამ სიყვარულით უნდა შევამეცნებინოთ ბავშვს სიმართლე და არა უაზრო მორალის კითხვითა და ძალის დემონსტრირებით. მე მგონია, რომ ჩვენში ეს პრობლემა ისევ აქტიურად დგას. მშობელთა ერთი ნაწილი სწორედაც, რომ ძალის დემონსტრირებას აკეთებს, ხოლო მეორეს შვილების დაკარგვისა ეშინია და მათ შეცდომებზე თვალებს ხუჭავს, ეს ორივე გზა დამღუპველია...საინტერესოა, როდის ვიპოვით მესამე, უფრო ორიგინალურსა და საინტერესო გზას? !...

пятница, 18 ноября 2011 г.

რა არის ბედნიერება ? !

      რა არის ბედნიერება?–ძნელია უცებ უპასუხო... ეს არის მწვერვალი, რომლის სათავესთან, ან მივაღწევთ ან ვერა.. მაგრამ სანამ ამ სიმაღლემდე მივაღწევდეთ, გარკვეული სირთულეების გადალახვა მოგვიწევს..
    ბედნიერება ვიღაცისთვის შეიძლება მატერიალური სიმდიდრეა, ლამაზი სახლი ან თანამედროვე ტელეფონი. ჩემი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები ვერ მიგვიყვანენ ამ მწვერვალამდე, ვერ გვაპოვნინებენ სრულფასოვან სიმშვიდეს. მთავარია გვჯეროდეს ბედნიერების და გვწამდეს მომავლის. ამქვეყნად  უმთავრესია იპოვო საკუთარი ადგილი საზოგადოებაში, გქონდეს პირადი პოზიცია, ეს ყველაფერი კი დაგეხმარება სულიერი თავისუფლების პოვნაში....
   ...და მაინც, რა არის ბედნიერება?!–ეს არის საკუთარ თავზე გამარჯვება, სულიერი სამყაროს სწორად დანახვა და ძალა, რომელიც უფლამდე მისასვლელ გზას გვაპოვნინებს !..